ევროპარლამენტარი – მე რომ დანიელსონი ვიყო, არ დავბრუნდებოდი საქართველოში

ევროპარლამენტარ პეტრას აუშტრიავიჩიუსის განცხადებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს, სანამ შეთანხმების რაიმე იმედი არ იქნება.

“ევროკავშირი უკვე სადაცაა რწმენას დაკარგავს. მე რომ დანიელსონი ვიყო, არ დავბრუნდებოდი საქართველოში, სანამ არ ვნახავდი ორივე მხარისგან დამოწმებულ წერილს მათი შეთანხმების შესახებ, არ დავბრუნდებოდი, სანამ არ მომეცემოდა იმედი. ეს იქნებოდა უბრალოდ, ძალიან ბავშვური საქციელი ჩვენგან” – აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა.

მედიაციის პროცესი წარუმატებლად დასრულდა და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმება ვერ შეძლეს.

წყარო: itv.ge