3 აპრილს ქუთაისში დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
დღისით ცვალებადი მოღრუბლულობა და უხვი ნალექი იქნება ოზურგეთში, სადაც დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +15 გრადუსსა და უნალექო დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში უნალექო ამინდი და +15 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსია ნავარაუდები. ღამით +10 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +3 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამითაც -1 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +8 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +73გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ახალციხეში. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
გორში უნალექო დღეა. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ღრუბლიანობის მომატება და უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +0 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამე კი -4 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში, დღისით +18 ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7-მდე დაიწევს.
ღრუბლიანობის მომატება და უნალექო დღეა მოსალოდნელი რუსთავში, სადაც დღისით ჰაერის +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცვალებად მოღრუბლულობას პროგნოზირებენ თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
“იმედინიუსი”