სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 5 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრიაშვილის და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის და გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, გამსახურდიას, ბროლოსანის, იოსებიძის, შარტავას, კალანდაძის, ხვიჩიას, საბურთალოს, კოსტავას, ჭაბუკიანის და შორსის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, კანდელაკის, ონიაშვილის, ბუდაპეშტის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მამკოდის, ქერჩის, გაგარინის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ილორის, ხიზამბარელის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის, ქსნის, ფეიქართა და ბეჟანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ვარკეთილის მასივის VII კვარტლის, ხვედელიანის და ქებურიას ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ჭიაურელის და ტერევენკოს ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრიუკენის მოედნის, წინამძღვრიშვილის, უზნაძის, ხმელნიცკის, რომის, ჩერნიშევსკის, ქურდიანის, ნეკრასოვის, გოგიბერიძის, ტყვიავის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, სუნდუკიანის და მაზნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
“იმედინიუსი”