როცა პიროვნულად სუსტდება ადამიანი, განვითარებას წყვეტს და  ბელადებს დასდევს… –  დემურ გიორხელიძე

საზოგადოებრივი არჩევანის თეორია –
მეინსტრიმული (გაბატონებული) ეკონომიკური თეორიის მთავარი კონკურენტია.

”გაბატონებულში” ვგულისხმობ ნეოკლასიკურ პარადიგმაზე აგებულ ეკონომიკურ თეორიას, რომელიც იდეალური არარასებული ეკონომიკის მოდელია და რომლისგანაც უკვე დისტანცირება სულ უფრო ღრმავდება.
ამ იდეალიზებული თეორიის ყველაზე პრიმიტიული და აღწერითი ნაწილი საქართველოში ისწავლება უკვე 30 წელია. შედეგი სახეზეა – ეს ის უაზრობაა ”ბაზარი რომ არეგულირებს ყველაფერს”
მ თ ა ვ ა რ ი:
საზოგადოებრივი არჩევანის თეორია (ჯეიმს ბიუქენენი) მიიჩნევს, რომ
ადამიანები თავიანთ პოლიტიკურ ქცევაში მოტივირებულნი არიან საკუთარი კერძო ინტერესებით, ისევე, როგორც ეკონომიკურ ქცევაში.
გასაგებია?!
ასეთი მდგომარეობაა აშშ-ში, სადაც გაწონასწორება-შეკავების, კონტროლისა და ანგარიშგებების უამრავი მექანიზმია და მაინც ასეა!
(იხ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩემი წინა ორი შენიშვნა ამის თაობაზე).
ახლა შეგიძლიათ აზრზე მოხვიდეთ, –
თუ რა ხდება საქართველოში?!
ამას მე ვწერ, – კაცი, რომელსაც ეს ყველაფერი პოლიტიკის ბნელ კუნჭულებშიც კი მინახავს.
მაგრამ ასეა!
როცა პიროვნულად სუსტდება ადამიანი,
როცა ნებისყოფა და შემართება ღალატობს,
როცა საკუთარ განვითარებას წყვეტს,
იგი დემაგოგიის მსხვერპლი ხდება და თავადაც, რომ შენიღბოს საკუთარი უსუსურობა, სხვისხელშემყურე და ზღაპრების მოლოდინში რჩება – ბელადებს დასდევს და ერთმანეთს აფურთხებს, – ანუ ეცემა ბოლომდე,
როგორც ადამიანი და პიროვნება.

დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი