ნიგერიის ციხიდან 1800-ზე მეტი პატიმარი გაიქცა. გაქცევა მას შემდეგ მოხდა, რაც საპყრობილეს შეიარაღებული პირების ჯგუფი დაესხა თავს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ბოროტმოქმედები ომოს შტატში მდებარე ციხეში შეიჭრნენ, ცეცხლი გახსნეს და ადმინისტრაციული შენობა ააფეთქეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ქვეყნის პრეზიდენტმა თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა.
გაქცეული პატიმრების რაოდენობა ამ დრომდე ზუსტად ცნობილი არ არის. მეზობელი აბიას შტატის გუბერნატორმა კომენდანტის საათი დააწესა, რათა მოსახლეობა დაიცვას. აფრიკაში ციხეები ხშირად გადატვირთულია და პატიმართა 70% შეიძლება წლების განმავლობაში სასამართლო პროცესის მოლოდინში იყოს.
წყარო: newposts.ge