ასტრა ზენეკას სახელწოდების გადარქმევამაც ვერ უშველა – “ასტრა ზენეკა”, “Vaxzevria” თუ “Covishield”- ვაქცინა ტრომბებს იწვევს. ამას უკვე ვეღარ გაურბიან ევროჩინოვნიკები, კონცერნის ლობისტური საქმიანობის გააქტიურების მიუხედავად.
კერძოდ, ევროპის სამკურნალო საშუალებების სააგენტო EMA-ს წარმომადგენელმა მარკო კავალერიმ, გაზეთ Le Figaro -ს ინფორმაციით, დაადასტურა, რომ “ასტრა ზენეკას” მიერ შემუშავებულ ვაქცინასა და ტრომბებს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.
“ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრომბების წარმოშობის კავშირი ვაქცინასთან აშკარად არსებობს. რა იწვევს ამ რეაქციას, ჯერ-ჯერობით გაუგებარია. … უახლოეს საათებში ჩვენ დავადასტურებთ ამ კავშირს, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა გავერკვეთ, როგორ ხდება ეს” – აღნიშნა კავალერიმ იტალიურ გაზეთ Il Messaggero-სთან საუბარში. ევროჩინოვნიკის განცხადებით, ვაქცინირებულებს შორის, ცერებრალური ტრომბოზით დაავადებული ახალგაზრდების რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან გერმანიაში ასტრაზენეკას ვაქცინით მხოლოდ 60 წელზე უფროს ადამიანებს აცრიან – სწორედ ამ ვაქცინის უარყოფითი გვერდითი მოვლენების გამო, ხოლო ნორვეგიამ, შვედეთმა (ანუ ამ ვაქცინის “მეორე სამშბლომ”), ფინეთმა, ისლანდიამ და ირლანდიამ აღარ დაუშვეს ეს ვაქცინა მას შემდეგ, რაც მისი გამოყენება დროებით შეჩერდა. ხოლო ЕМА-მ, როგორც ვხედავთ, შეცვალა თავისი დამოკიდებულება პრეპარატისადმი მას შემდეგ, რაც იგი მანამდე ტრომბების წარმოშობისათვის უსაფრთხოდ გამოაცხადა.