ინგლისში მოქალაქეები კოვიდტესტების გაკეთებას კვირაში ორჯერ უფასოდ შეძლებენ

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, 9 აპრილიდან ინგლისში მოქალაქეები კოვიდტესტების გაკეთებას კვირაში ორჯერ უფასოდ შეძლებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.

„კოვიდინფიცირებული სამი ადამიანიდან 1-ს ვირუსის უსიმპტომო ფორმა აღენიშნებათ. მოსახლეობის რეგულარული ტესტირება უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ვირუსის აფეთქებები თავიდან ავიცილოთ. ბრიტანელმა ხალხმა აჩვენა, რომ მათ მარტივად შეუძლიათ ახალ სიტუაციებთან ადაპტირება და ყოველთვის საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ. ვიცი ახლაც ასე მოიქცებიან და კოვიდტესტირებას რეგულარულად გაიკეთებენ“ – აცხადებს ჰენკოკი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4,359,388 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გარდაიცვალა 126,836 ადამიანი.

წყარო: bm.ge