ირანში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო – ქვეყნის ჯანდაცვის უწყება

ირანში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, სიმა სადათ ლარმა განაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

„კორონავირუსის შემთხვევების გავრცელება ღრმა შეშფოთებას იწვევს. მეოთხე ტალღა პროგრესს სწრაფად განიცდის“ – განაცხადა ლარმა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 13 890 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ირანის 88 ქალაქი წითელ ზონადაა გამოცხადებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში კორონავირუსის 1,945,964 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან ვირუსს 63,332 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო: itv.ge