ისრაელის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალი მთავრობის ფორმირება დააკისრა

ისრაელის პრეზიდენტმა, რეუვენ რივლინმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალი მთავრობის ფორმირება დააკისრა.

კანონის თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალი მთავრობის შესაქმნელად 28 დღე მიეცემა. თუ დამატებითი დრო გახდება საჭირო, პრეზიდენტი უფლებამოსილია, აღნიშნული ვადა კიდევ 14 დღით გაახანგრძლივოს.

23 მარტს ისრაელში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ 30 მანდატი მოიპოვა. კოალიციური მთავრობის შესაქმნელად 120-ადგილიან პარლამენტში 61 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.