ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, პირბადის დიზაინის გასაუმჯობესებლად, კონკურსი გამოაცხადა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, პირბადის დიზაინის გასაუმჯობესებლად, 500 000 დოლარიანი კონკურსი გამოაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსახურების დეპარტამენტმა (HHS) კონკურსი, სახელწოდებით „პირბადეების ინოვაციური გამოწვევა“ წამოიყო. კონკურსის მიზანია მიაკვლიონ ისეთ პირბადეს, რომელთა ტარებაც ადამიანებისთვის კომფორტული იქნება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საკუთარი იდეების წარდგენა 21 აპრილამდე შემდეგ ვებ-საიტზე შეეძლებათ. მონაწილეობის მიღება აშშ-ს მოქალაქეებს ან ქვეყანაში ლეგალურად მყოფ ადამიანებს შეუძლიათ.

კონკურსის პირველ ეტაპზე 10 გამარჯვებული გამოვლინდება. მეორე ეტაპზე კი მონაწილეებმა პირბადის პროტოტიპები უნდა წარმოადგინონ.

პირბადეების შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით მოხდება: ფილტრაციის ეფექტურობა, რამდენად კომფორტულია, როგორი დიზაინი აქვს და ა.შ.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ვაქცინაციის პარალელურად, ნიღბები ვირუსის ახალი შემთხვევების თავიდან აცილების საკმაოდ ეფექტური საშუალებაა.

“ჩვენ ვიცით, რომ პირბადის ტარება SARS-CoV-2-ისა და სხვა რესპირატორული ინფექციების გავრცელების შეჩერებას უწყობს ხელს. თუმცა, ადამიანთა უმეტესობა, სხვადასხვა მიზეზის გამო, პირბადის ტარებაზე უარს ამბობს. ამ კონკურსით გვინდა ხალხი ისეთი პირბადის შემუშავებაში ჩავრთოთ, რომელიც ეფექტური და კომფორტული იქნება. ეს ვირუსის კონტროლში დაგვეხმარება“ – განაცხადა აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსახურების დეპარტამენტის (HHS) წარმომადგენელმა.

წყარო: newposts.ge