რაც შეეხება ”ნამოხვანჰესის” პრობლემას!
მოურიდებლად და ხისტად ვიტყვი!
მთავარი, რაც უკვე მოხდა, მიღწეულია, –
პროტესტის მიმართულება გეზსაცდენილია!
გეზსაცდენილია იმის გამო, რომ სრულყოფილი ოფიციალური ხელშეკრულება არავის უნახავს!
რაც მივიღე ჩემი არხებით, ხელმოსაწერად გამზადებული ვარიანტი – უბრალოდ კაბალურია (თუ მასზეა ხელი მოწერილი)! აქ ენერგეტიკა – მეათასე მნიშვნელობისაა!
ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბარი კი დემაგოგია!
მიზანი აშკარად სხვაა!
არ შეიძლება სახელმწიფო ხელს აწერდეს, თუ გნებავთ, ასეთი მასშტაბის ჰესის პროექტს და იგი ამას ასე აკეთებდეს, – გასარკვევი იყოს მთელი რიგი ფუნდამენტური კითხები!
ამიტომ მთავარი შეცდომა – ჰესის რაობისა და ვარგისანობა/უვარგისობის მსჯელობაა და იმაზე აქცენტირება, რომ დააზიანებს თუ არა იგი ხეობას!
რად უნდა ჰესს ასობით ჰექტარი მიწები წიაღისეულის მოპოვების უფლებით ყოველგვარი ნებართვის გარეშე და ამ საკუთრების დატოვება უცხოელი ინვესტორის საკუთრებაში, ჰესის მშენებლობის ჩაშლის შემთხვევაშიც კი!
ახლა რაც შეეხება პროტესტებს!
რაიმე რეალური პროტესტი არ არის – არ არის!
თქვენ! ქართველებს მოგმართავთ!
ამ მიტინგობანას 30-წლიანი მარაზმისგან გამოფხიზლება არ გნებავთ?! მიტინგი – ეს ბოლო სტადიაა პროტესტის, როცა პროტესტით გამსჭვალულია სულისკვეთება და ამ პროტესტს ტრიბუნაზე ”მგზნებარე სიტყვები” არ სჭირდება! ეს იგივე გზაა არსაითკენ!
ხალხი, რა?! ვინმე საპროტესტოდ რეალურად მოქმედებს?
არა!
ეპიზოდური არაფერია კარგი.
კითხვები ჩნდება ამ პროტესტის მართვის ირგვლივაც!
ის ახალგაზრდები, ვინც ამ პროტესტს ახლა ხელმძღვანელობენ, უდაოდ, ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, მაგრამ პოლიტიკა მათზე აღმატებულია და დაუნდობელი!
მათაც არა აქვთ მკაცრად გამოკვეთილი ქმედება და ძალზე საშიშად არიან ჩაკეტილები, –
ვიღაცას უშვებენ, ვიღაცას არა, – ეს როგორ?!
ამ ბიჭებს არ შეიძლება საზოგადოებამ იმაზე მეტი ტვირთი მოჰკიდოს, ვიდრე მათ ამის აწევა შეუძლიათ!
არადა, ვიღაცეები უკვე ახალ ბელადადაც კი წარმოიდგენენ და ამით ხაზს უსვამენ, თუ რამდენად გონებადაკარგულები არიან და ისევ ”მხსნელის” ძიებაში!
გაუგებარი საქციელია.
ეს შედეგს არ მოიტანს!
პროტესტი აცილებულია მთავარზე:
რა ხელშეკრულება დაიდო!
რატომ დაიდო! რაა მიზანი!
ხაზგასმით ვამბობ: ენერგეტიკის თემაზე საუბარი –
სწორედ ისაა, რაც ნიღბავს მთავარს! რა ხალხი ტრიალებს ენერგეტიკაში და რა დამართეს ქართულ ენერგეტიკას – არავისგან მესწავლება (ბუღალტერიიდან დაწყებული, უწვრილმანეს დეტალებში თავად მაქვს გავლილი)!
ისევ ის პარაზიტები არიან ამ პროექტის დამცველები!
არანაირად არაა საჭირო იმის გარკვევა, სეისმურად კარგია თუ არა, ეკოლოგიურად კარგია, თუ არა!
დააზიანებს ვინმეს თუ არა!
ეს არის სწორედ შეცდომა.
განხილვაა შეცდომა.
რატომ მოაწერა გახარიამ 2021 წლის იანვარში ხელშეკრულებას ხელი, როცა სულ ჭიანურდებოდა ხელმოწერა?
ვის რაში სჭირდება კაბალური პირობებით მიღებული გროშები, როცა ამ ჰესის უკან უბედურება იმალება?
ხალხის პროტესტი სტიქიური და მიტინგომანიით დაბანგული არ უნდა იყოს.
ასე არ იქნება შედეგი. შედეგი მოაქვს კოორდინირებულ საღ შეთანხმეას. ახალგაზრდებს კი გონიერი ხალხი უფრთხილდება და იცავს, რომ არ მიიღონ ის დარტყმა, რომელიც გარდაუვალად ემუქრებათ!
მაგრამ ამ ახლაგაზრდებსაც მართებთ გონივრულად მოქცევა!
დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი