მიწის ნაკვეთთან ერთად, საერთო ფართობის ობიექტის საწყისი ფასი 71 მილიონი ლარია

მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრის საერთო ფართობის ობიექტის საწყისი ფასი 71 მილიონი ლარია.

საქართველოს მთავრობამ ქალაქის ყველაზე ექსტრავაგანტული ნაგებობა, რიყის პარკში განლაგებული ე.წ. „მილები“, ელექტრონულ აუქციონზე უკვე მეორედ გამოიტანა.

პირველად აუქციონი 2020 წლის 5 თებერვალს გამოცხადდა. მაშინ მილის ფორმის ორი გიგანტური ნაგებობა 95 მილიონ ლარად იყო შეფასებული. დღეს მისი ფასი 71,25 მილიონი ლარია.

აუქციონის პირობების თანახმად, მიწის ნაკვეთი დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცულ ზონაში მდებარეობს. შესაბამისად, ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი შეთანხმებული უნდა იყოს თბილისის მერიასთან მოქმედი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.

ობიექტის საერთო ფართი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

უმოქმედო საკონცერტო დარბაზი რიყის პარკში შედგება ცილინდრის ფორმის ორი ნაგებობისგან, რომელთა შიგნით განთავსდება მუსიკალური თეატრი და საგამოფენო სივრცე. სწორედ ფორმის გამო შეარქვეს ნაგებობას თბილისელებმა „მილები“.

პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში. თუმცა ბევრი საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ფუტურისტული შენობა მეტისმეტად დიდი და უხეშია და არანაირად არ ჯდება ძველი ქალაქის პანორამაში.

შედეგად კულტურული ცენტრი, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დასრულდა, დღემდე არ ფუნქციონირებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამას წინათ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში აუქციონზე მეორედ გამოტანილი უძრავი ქონების ობიექტები ნაკლები ეღირება, ვიდრე პირველი აუქციონის დროს, საბაზრო სიტუაციის ცვლილებებიდან გამომდინარე.

პროექტი ითვალისწინებს ერთდროულად 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით. ობიექტების ჩამონათვალში შედის უძრავი ქონება: სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.

წყარო: ptn.ge