გებრეიესუსი – აბსურდია რომ ზოგიერთ ქვეყანაში ჯანდაცვის მუშაკები და რისკ-ჯგუფები უვაქცინოდ რჩებიან.
აბსურდია იმის თქმა, რომ ზოგიერთ ქვეყანას ვაქცინის საკმარისი დოზა არ მიუღია, რათა სამედიცინო პერსონალი და რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები აეცრა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
“წარმოების მოცულობის გაზრდა და სამართლიანი განაწილება კვლავ რჩება Covid-19-ის პანდემიის მწვავე ეტაპის დასრულების მთავარ ბარიერად. თუმცა აბსურდია ის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ჯანდაცვის მუშაკები და რისკ-ჯგუფები უვაქცინოდ რჩებიან“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
წყარო: bm.ge