…როგორც წესი, შარშანდელივით, წინასააღდგომოდ მკვეთრად მატულობს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი… არც მიკვირს და საფუძვლიანი ეჭვიც მაქვს რომ მართული პროცესია ეს…რატომ? ამასაც მოგახსენებთ…
…თუკი იუსტიციის სახლებთან მოახერხეთ და ვიზიტებზე ონლაინ წინასწარ ჩაწერით აიცილეთ უკონტროლო რიგები და თავყრილობები,ამ სანომრე ნიშნების შეცვლასთან დაკავშირებით არ შეგეძლოთ მსგავსი რამ?!!…თუ რესურსი არ გაქვთ?!!…სამაგიეროდ, რიონის ხეობის დამცველთა წინააღმდეგ ხომ მოახერხეთ ოპერატიულად ასობით პოლიციელის მობილიზება ვიღაცა ჩამოთრეული ურჯულოს უკანალის დასაცავად?!!!…როგორ დავიჯერო,რომ ეს მიზანმიმართულად არ კეთდება?!!
…შარშან ასობით ათასი ადამიანი მივიდა ტაძრებში მკვდრეთით აღმდგარ უფალთან შესაგებებლად,ეზიარა წმინდა საიდუმლოს…ეშმაკთან თანაზიარ ტელემედიას და მის ჭურნალისტკებს წინასწარ ჰქონდათ სიუჟეტები მომზადებული და მოუთმენლად ელოდებოდნენ ე.წ ,,ეკლესიის კლასტერის“გაჩენას,მაგრამ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში…
…ასე რომ,წელსაც მივალთ ტაძარში,წელსაც ზეიმით შევხვდებით მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას და ვეზიარებით მის წმინდას სისხლს და ხორცს ერთი კოვზით! თქვენ კი შორიდან გვიყურეთ დურბინდებით და დორბლმორეულები კვლავ ელოდეთ ,,ეკლესიის კლასტერის“ გაჩენას…
…ჰო კიდევ...ბევრი დრო რომ არ დაკარგოთ,ის შარშანდელი,წინასწარმომზადებული სიუჟეტები გაამზადეთ ისევ,ოღონდ თარიღის შეცვლა არ დაგავიწყდეთ!.. ?
პიმენ ნემსაძე; სოციალური ქსელი