„ის, რომ კოვიდი არ დაგემართებათ, – ეს არის ტყუილი! – ვაქცინაციის მთავარი მიზანია, კორონავირუსის რთული…“-გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინაციის შესახებ საუბრობს:

-„ვაქცინაციის სპექტაკლი, რაც საქართველოში ხდება, – სხვა სიტყვას ამ პროცესს ვერ ვუწოდებ. მითიური, ყველასთვის გასაიდუმლოებული 82 ექსპერტის მიერ დაწერილი ვაქცინაციის გეგმა ფაქტიურად არის სადღეგრძელო.
 ვაქცინაციის გეგმაში ბევრი ლაფსუსია, განსაკუთრებით გამოვყოფ ერთს. ჩაწერილია, რომ ვაქცინაციის პროცესში ძლიერი მარეგულირებლის გადაწყვეტილებას დაეყრდნობიან, არ არის მითითებული, რომელი ქვეყნის.
 ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი – მოზამბიკი, ზიმბაბვე თუ კორუმპირებული უნგრეთი? ყველამ იცის, რომ უნგრეთმა ჩინური ვაქცინა იმიტომ აღიარა, რომ ამაში ფული აიღეს. არ შეიძლება, უნგრეთი ჩვენთვის მაგალითი იყოს!
 საქართველოში ჩინური ვაქცინა ვინც შემოიტანეთ და იჩალიჩეთ, გგონიათ, არაფერს ვიტყვი?! გარდა იმისა, რომ რუსეთი „გვაწვება“ და ჩვენს დაჩოქებას ცდილობს, ახლა გინდათ, ჩინეთმაც დაგვაჩოქოს?!
გაფრთხილებთ! ჩინური ვაქცინა სანან არ მიიღებს ჯანმოსგან, ევროპის წამლის სააგენტოს, საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობის მიერ თანხმობას, გიორგი ფხაკაძე 24 საათი ილაპარაკებს, რომ ეს არის ნაგავი ვაქცინა! ვიცი, რასაც ვლაპარაკობ!
ვითომ პროვაქსერები რომ გამოდიან და გაურკვეველ განცხადებებს აკეთებენ საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მათთან მაქვს შეკითხვა:
სანამ რამეს იტყოდეთ, მიპასუხეთ, გაქვთ განათლება ან ხარისცხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში? იცით „გავი“ როგორ გამოიყურება? ვაქცინებზე გიმუშავიათ?
ღმერთმა ქნას, საქართელოში ჩამოტანილმა ორივე ჩინურმა ვაქცინამ გაამართლოს, – თუ ჯანმოს და ძლიერი მარეგულირებლები ამ ვაქცინებს აღიარებენ, ეს იქნება საქართველოსთვისაც შვება, ოღონდ სანამ ეს ვაქცინები აღიარებული არ იქნება, დაუშვებელია მათი გამოყენება.
ნუ ვიჩქარებთ. საქართველოში ვაქცინაციის პროცესში თუ რაიმე გასაფუჭებელი იყო, უკვე ყველაფერი გააფუჭეს და აწი მაინც ნუ ვიჩქარებთ!
არ დავიღლები განმეორებით, – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი ანტივაქსერული ორგანიზაციაა. პიროვნულად არავის ვეხები. კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ამ საკითხს უნდა მიხედონ;
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადამიანებს უყურებს, როგორც ცხვრის ფარას. არ თვლიან საჭიროდ, ვაქცინაციისას მიუთითონ ვაქცინის ნომერი. მათ არ გააკეთეს საინფორმაციო კამპანია, არ ჩაუტარეს ექიმებს და სამედიცინო პერსონალს რეალური ტრენინგები და ა.შ. ვერ დაალაგეს სისტემა, ხალხს არ უსმენენ.
ვიმეორებ, აუცილებელია, ვაქცინაციის დანადასტურებელ საბუთში მიეთითოს ვაქცინის სერიული ნომერი, მომავალში რაიმე გართულების შემთხვევაში ინფორმაცია იოლად მოსაძიებელი რომ იყოს.
ქვეყანაში რემდესივირი რომ შემოიტანეს და ამდენი ფული გადაყარეს, ამაზე პასუხი ვინმეს მოეთხოვა?!
შეგახსენებთ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა როცა შემოვიდა, ორშაბათს საჯაროდ ვითხოვე, პარასკევამდე, სანამ მოკვლევა დამთავრდებოდა, შეეჩერებინათ. არ დამიჯერეს, ქვეყანაში მსხვერპლიც დადგა. ეს მსხვერპლი არ იყო ვაქცინის ბრალი, ეს ვაქცინაციის პროცესის არასწორი მართვის, არასწორი მენეჯმენტის შედეგი იყო.
ბევრი ლანძღვა მივიღე, მაგრამ არა უშავს. ჩემთვის მთავარი ადამიანის სიცოცხლეა. ერთი ადამიანიც რომ გადარჩეს, ეს უკვე ბედნიერებაა!
ამ ეტაპისთვის ცნობილია, „ფაიზერი“ არის ყველაზე ეფექტური ვაქცინა. უკვე არის კვლევები, მისი გამოყენება 12 წლის ასაკიდან დასაშვებია.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით ვითარება ასეთია:
იყო არ იყენებს გერმანია – 60 წლის ქვევით, საფრანგეთი და კანადა – 55 წლის ქვევით, ჰოლანდიამ საერთოდ შეჩერა. აშშ-ს 170 მლნ დოზა აქვს საწყობში, მაგრამ არ იყენებს, რადგან არ არის აღიარებული.
ვერ გამაჩუმებთ, დღეში 15-ზე მეტი ნიუსი იბეჭდება ქართულ მედიაში, დღეში ორი ლაივი მაინც მაქვს. მეგობრებო, არ მიგატოვებთ, ყოველდღე მოგაწვდით ახალ ამბებს!
 ვაქცინაციის მთავარი მიზანია, ვაქცინამ კორონავირუსის რთული ფორმებისგან და რეანიმაციისგან დაგიცვათ, თორემ ის, რომ კოვიდი არ დაგემართებათ, – ეს არის ტყუილი!
თქვენ უკვე თუ გქონდათ კოვიდი, მაშინ ხუთი თვის შემდეგ უნდა გაიკეთოთ ან „ასტრაზენეკას“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა (ასაკის მიხედვით) ერთი დოზა,  ინფიცირებიდან თუ 6 თვეა გასული, მაშინ ორივე დოზის გაკეთება მოგიწევთ.
 უწყვეტად მიმდინარეობს კვლევები, ინფორმაციები იცვლება. ეს არის ამ წუთას არსებული ინფორმაცია. როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, მაშინვე მოგაწვდით!
მე პასუხისმგებლიანი ხელისუფალი რომ ვყოფილიყავი, მოვიქცეოდი შემდეგნაირად:
 60 წლის ზევით ასაკის ადამიანებისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გავაკეთებდი, 55 წლის ქცევით კი „ფაიზერს“. ასტრაზენეკაზე უფრო ბევრი შეკითხვებია. არ არის გამორიცხული, საერთოდ გააუქმონ. ვნახოთ, რას იტყვის ჯანმო, მართალია, შედეგი არის დიდ ბრიტანეთში, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიწია, მაგრამ უკუჩვენებიც არის.
 ნუ ჩამრევთ პოლიტიკაში, არ მაინტერესებს პოლიტიკა, შორს ვარ, ვარ თავისუფალი და მინდა, დავრჩე თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანად. გეუბნებით იმას, რაც არის სწორი ჩემი თვალსაზრისით და ინფორმაციით.
ადამიანები, რომლებიც ვაქცინებთან დაკავშირებით შეკითხვებს სვამენ, ხშირად ბულინგის მსცვერპლნი არიან. ეს არის დაუშვებელი, ადამიანებს უნდა ავუხსნათ, საუბარი, დიალოგი და ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ.
ვამბოდი და კიდევ ვამბობ, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალთა, უკვე ორი კვირაა დაწყებულია.
საქართველოში, საუკეთესო დაცვის საშუალებაა სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან ზემოთ, 2-მეტრიანი დისტანცია და ხელების დაბანა, ნუ ივლით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მოერიდეთ თავყრილობებს!
ნუ დაისტრესებით. სტრესი უფრო საშიშია, ვიდრე კოვიდი. იყავით პოზიტიურები!“
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

18 მარტს, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში ექთანი მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა. ექთანი იმავე დღეს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. 19 მარტს,  წინასწარი მონაცემებით, ვაქცინაციის მძიმე გვერდითი მოვლენის, ანაფილაქსიური შოკის განვითარების გამო გარდაიცვალა.

ექთნის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო იკვლევს, მისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტო მოკვლევას აწარმოებს.