ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, მოუწოდა პარტიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მეტი მონდომებით იმუშაონ, მიუხედავად იმისა, რომ „ქვეყანა ყველაზე რთულ პერიოდს გადის“. ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.
„ხალხის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიდშიც კი, როდესაც უამრავი გამოწვევის გადალახვა გვიწევს, დამოკიდებულია პარტიული სტრუქტურის ქვედა რგოლებზე“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა პარტიული ორგანიზაციების მდივნების შეკრებაზე.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კორეის შრომის პარტიის წევრებს ხუთწლიანი გეგმის შესრულებისკენ მოუწოდა.