1-ლი მაისიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საბურთალოს რაიონში უკვე ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, სადაც მოსახლეობას პარკირების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლია.
“1-ელი აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, რომლებიც განვათავსეთ იმისთვის, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგოს ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირზე და ქავთარაძის ქუჩაზე. მუნიციპალური პავილიონები მოქალაქეებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში. ასევე, დაეხმარება იმაში, რომ მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, იქ, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება მოქმედებს, ავტომობილის გაჩერება არის უფასო. ასევე უფასო ელექტრომობილებისთვის, „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღლებისა და შშმ პირთათვის. 1-ელი მაისიდან ამ არეალში ძალაში შევა ზონალურ – საათობრივი პარკირება და საფასური იქნება 1 საათი – 1 ლარი.
ზოგადად ზონალურ-საათობრივი პარკირების წესის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სისტემა წარმატებით მიმდინარეობს იმ ქუჩებზე, სადაც უკვე განხორციელდა. მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდება ამ პროექტის დანერგვა” – განაცხადა კალაძემ.
წყარო: itv.ge