„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ გადაწყვეტილება ალიანსზეა“, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა დიდი ხანია ისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ და ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინის მისწრაფებებს.
„უკრაინას მტკიცედ ვუჭერთ მხარს, ვთანამშრომლობთ მათთან, მაგრამ ეს ნატოს გადასაწყვეტია“, – აცხადებენ თეთრ სახლში.
ინფორმაციისთვის, იენს სსტოლტენბერგთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მაპი რუსეთის შესაჩერებლად სიგნალი იქნება.
„ჩვენ მზად ვართ ჩვენი არმიისა და თავდაცვის სექტორის რეფორმირებისთვის, მაგრამ მხოლოდ რეფორმებს არ შეუძლია შეაჩეროს რუსეთი. ნატო დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა. MAP-ი იქნება რეალური სიგნალი რუსეთისთვის ”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.