რა შემთხვევაში უნდა გადაამოწმოთ ექიმის დანიშნულება, როცა ანტიბიოტიკები გჭირდებათ

“გოგოებო, ეს ანტიბიოტიკი მაქვს სახლში და დოზები მივიღოო შემახსენეთ, რააა”;
“შენ რომელი ანტიბიოტიკი მიეცი ბავშვს, ყურის ანთება რომ ჰქონდა?”;
“სანამ ანტიბიოტიკს არ მივცემ, მანამ სიცხე არ დაუწევს”;
“წუხელ მაღალი სიცხე ჰქონდა, მაგრამ დილიდან ანტიბიოტიკი დავუწყე და აღარ მეშინია” …

– ამ ფრაზებს ახალგაზრდა დედებისგან ხშირად მოისმენთ. სამხუხაროდ, ბევრმა მათგანმა დღემდე ვერ გააცნობიერა, რომ ამ პრეპარატის უექიმოდ მიცემა საფრთხეს უქმნის ბავშვს.
ანტიბიოტიკები კაცობრიობას დიდი ხანია იცავს სიკვდილისგან, მაგრამ მის დალევას საკუთარი წესები აქვს.

ნებისმიერი კვალიფიკაციური ექიმი გეტყვით, რომ გრიპი არის ვირუსი და არა ბაქტერიული ინფექცია, ანტიბიოტიკები კი მხოლოდ ბაქტერიებთან ბრძოლაში დაგეხმარებიან, ვირუსების წინაშე უძლურნი არიან. ხოლო სამომავლო პერსპექტივაში არასწორად მიღებული ანტიბიოტიკები უფრო დაგაზიანებენ, ვიდრე შვებას მოგგვრიან.

სამწუხაროა, მაგრამ პაციენტების უმეტესობა შინ მკურნალობას ამჯობინებს. თბილი სითხეებისა და სიცხის დამწევი პრეპარატების პარალელურად კი მეგობრების მიერ “დანიშნულ” ანტიბიოტიკებსაც სვამენ.

ვისთვის არის განსაკუთრებით საფრთხილო ანტიბიოტიკების მიღება:
65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის;
ფეხმძიმეებისთვის;

ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის: დიაბეტი, კიბო და სხვა მდგომარეობა, რასაც დაქვეითებული იმუნიტეტი იწვევს.

თუ არ გვეთანხმებით, რომ ადამიანმა ანტიბიოტიკი პანაცეად არ უნდა გაიხადოს კიდევ რამდენიმე პუნქტს გაეცანით:

ანტიბიოტიკი მაგიური დაცვა არაა, რომელიც ვირუსებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
ანტიბიოტიკი გართულებული გრიპის პროფილაქტიკა არაა.

ანტიბიოტიკი ხშირად არცაა საჭირო ოტიტისა და ტონზილიტის მურნალობისას.

არ არსებობს რაიმე ფიქსირებული თარიღი – დაავადებიდან მესამე, მეოთხე, მეხუთე დღე, როცა ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს. თუ ექიმი ასეთ მეთოდს გთავაზობთ, სხვა ექიმთან გადაამოწმეთ.

ანტიბიოტიკს, ისევე როგორც სამკურნალო პრეპარატს აქვს უკუ ეფექტი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს.

ნუ სვამთ ანტიბიოტიკს უკონტროლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლობის შემთხვევაში მის სიკეთეს ვეღარ იგრძნობთ.

წაიკითხეთ ასევე “რომელი საკვების მიღება სჯობს ანტიბიოტიკებით მკურნალობისას”

წყარო: mshoblebi.ge