საერთოდ, ამ ძალად „სვეწკების“ ბოტოკსპეროიანების დაკრულზე როდემდე უნდა იბუქნაოთ ქართველებო?

ერთი გიორგი სრულიად საქართველოს დასალაშქრად ემზადება და მეორე გიორგი (ესეც თავის დროზე თეთრ ცხენზე ამხედრებული, იამამოტოს შეკერილი ძვირფასი უნაგირით შემოაგელვეს დინამოს სტდიონზე, მაგრამ ქართულ დროშაზე რომ იბუქნავა, სახლში მიმავალი, ჭკვიანმა ცხოველმა გადმოაგდო და ჭიტლაყიც მიაყოლა) რიყეზე, მდუმარების აქციაზე იწვევს მათ, ვისაც სახალხოდ მოუყვა, როგორ ივაჭრა საქართველოს სახელით ნაცებთან და როგორ მიართვეს იგივე ნაცებმა გიორგი გაჩეჩილაძეს და მის ძმა „გრეჩიხას“ სალაფავით სავსე ქვაბი!!!

 

ჰოო, ეს ის ძმები არიან, უფროსი ძმა, რომ ლიჩნად სააკას საარჩევნო შტაბის უფროსი იყო და 2003 წელს, საქართველოზე გამარჯვებულ სააკასთან ერთად, ხელდახელ მომზადებულ სცენაზე მეორე ძმა ,,უცნობთან“ ერთად რომ ტლინკაობდა!!!

ეს ის ძმები არიან, რომლებიც ძმები არველაძეების ნათესავები არიან (არველაძეებს არაფერს ვერჩი, ძალიან მიყვარს) და რომლებმაც 15 გრადუსიან ყინვაში იპოდრომისკენ დაძრა ასი ათასობით ადამიანი და რომლებმაც ეს ადამიანები შემდეგ იმ რიყეზე შეიტყუეს, რომელზეც 9 აპრილს ეპატიჟებიან!!!

წადით, რა მენღვლებააა?

ხვალ „გრეჩიხას“ თუ არა, გახარიას მერობასაც შეიძლება გამოჰკრათ ხელი ნაცების აკომპონიმენტით და არავინ დაადანაშაულოთ – აუუ რატომ ხელი არ მომტყდა, ამათ რომ მივეცი ხმაო!

და საერთოდ, ამ ძალად „სვეწკების“ ბოტოკსპეროიანების დაკრულზე როდემდე უნდა იბუქნაოთ ქართველებო?

აბა, გაიხსენეთ…. ზუსტად ეგ შემადგენლობა არ ედგა მოსვლამდე მიშას, ბიძინას, მარგველას და სალომეს გვერდით?!

შეხედეთ მათ ყოფას დღეს და შეხედეთ თქვენსას!!!

ყოველ ჯერზე, როდემდე უნდა გაყარონ ნაცარი თვალებში, როდემდეეეეეე?

ირინე გოგოსაშვილი, ალია