გერმანიის რეგიონმა, ბავარიამ, ხელი მოაწერა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის 2,5 მილიონი დოზის შესყიდვის დოკუმენტს, მას შემდეგ, რაც პრეპარატს ევროპის მარეგულირებელი უწყებები დაამტკიცებენ.
გერმანიის სამხრეთაღმოსავლეთის ამ რეგიონის პრემიერმა, მარკუს ზიოდერმა 7 აპრილს განაცხადა, რომ ბავარიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს Sputnik V-ის მიწოდების შესახებ. თუ ამ პრეპარატს დაამტკიცებს ევროპის წამლების სააგენტო, (EMA), ბავარია მიიღებს 2,5 მილიონამდე დოზას, იმ კომპანიის გავლით, რომელიც ვაქცინას ქალაქ ილერტისენში აწარმოებს – ამბობს ზიოდერი.
EMA ამ პერიოდში Sputnik V-ის შესწავლის პროცესშია და, გავრცელებული მოლოდინით, ის მიმდინარე თვეში რუსეთში ექსპერტებს გაგზავნის. რუსეთმა ეს პრეპარატი გამოსაყენებლად აგვისტოში დაამტკიცა, რითიც Sputnik V გახდა COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი დამტკიცებული ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ცდები იმ დროს ჯერ დასრულებული არ იყო.
წყარო: ptn.ge