ეს რა შუაშია, სიუჟეტიდან ამოჭრილ პატარ-პატარა ინტერვიუებს მანახებთ… – ნაცვლიშვილი “ტვ პირველს”

“ტვ პირველთან” ბექა ნაცვლიშვილი, რომელიც “უცნობის” მიერ დაანონსებულ აქციაზე იმყოფებოდა, ამბობს:

“ვიყავი, როგორც რიგითი მოქალაქე. რეალური მოთხოვნა იყო, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების კალაპოტს. ის რასაც ყველა ტელევიზია აშუქებს, თითქოს ყველაზე დიდი პრობლემა ის იყოს, ვინმე შევა თუ არა პარლამენტში – ეს არის ტყუილია, ადამიანებს არ აინტერესებს შევა, თუ არა, ვინმე პარლამენტში, გადარჩენაზეა საუბარი! ჰკითხეთ ხალხს რამ მიიყვანა ისინი იქ.

წამყვანმა შესთავაზა ბექა ნაცვლიშვილს, ერთად ენახათ, რას ამბობს ხალხი აქციაზე: “ბოკერიამ მომცა 100 ლარი”, “ვგულაობ”, “წავიდეს მიშა”, “მკვლელთა ხროვა უნდა დავშალოთ”, “ვსეირნობ”, “რა შენი @რაკის საქმეა, ლაწირაკო…”

ბექა ნაცვლიშვილი:

-მერე? ძირითადად აქ არის ხალხი, რომელიც თავიდანვე ებრძოდა ნაციონალურ მოძრაობას და “ოცნებამ” არ გაუმართლა იმედები.

ჟურნალისტი:

-ეს დაინახეთ ახლა იქ თქვენ?

-ცხადია, ეს ხალხია იქ, მეტი არავინ არ არის.

-მოგწონთ, ბატონო ბექა, რაც მოისმინეთ?

-მკაფიოდ, შეიძლება, არ უთქვამთ, რატომ მივიდნენ. ბევრ ადამიანს ჩაგაწერინებდით ჩემთან რომ მოსულიყავით, რომლებიც გეტყოდნენ მკაფიოდ რატომ იყვნენ მოსულები. ეს რა შუაშია, სიუჟეტიდან ამოჭრილ პატარ-პატარა ინტერვიუებს მანახებთ… თქვენი აზრით რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაშინ ეგ მითხარით. რა პასუხები გასცეს ადამიანებმა ჟურნალისტს? თქვენ წარმოიდგინეთ, იმ ადამიანების, ვისაც ჟურნალისტი დასდევს..

-დასდევს არა, კითხვას უსვამს… თქვენ იყავით იმ აქციაზე და თქვით, რომ იზიარებთ იმ სულისკვეთებას, ამიტომ ხართ ჩემი სტუმარი… მოვისმინეთ, როგორ ეურთიერთობიან მედიას, როგორ მოიხსენიებენ რუსთაველზე კარვებში მყოფ ადამიანებს და რთული დასაჯერებელია, რომ ამ ადამიანებს უნდათ ქვეყანაში პოლარიზებული გარემოს განმუხტვა…

-სამწუხაროა ურთიერთობა ჟურნალისტებთან, არც მე მომეწონა. სიტყვა-პასუხი სხვანაირი უნდა ჰქონდეს, გეთანხმებით. მაგრამ გეტყვით რა არის ამ აქციის სულისკვეთება, მე რა სულისკვეთებიტ მივედი…

-კარგი, შედეგი რა უნდა მოიტანოს ბატონო ბექა, ის გვითხარით…

-პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც კინკლაობით არიან დაკავებულნი, ახლა რომ განაცხადეს, რეგიონებში მივდივართ და იქ უნდა დავაკვირდეთ რა ხდება და ა.შ. რეალურად გაიგონ, რომ ხალხს მათი კინკლაობა არ აინტერესებს, კობახიძე კარგ ხასიათზე გაიღვიძებს, თუ ცუდზე, არავის აინტერესებს, გესმით? ადამიანებს სხვა პრობლემები აქვთ, ყოფითი პრობლემები, გადარჩენა უჭირთ, გესმით? “ქართულ ოცნებას” აინტერესებს რომ პარლამენტში ვინმე შევიდეს, იმიტომ რომ ლეგიტიმაციი მიიღოს უცხოეთიდან, მეტი არაფერი აინტერესებს და ნაციონალურ მოძრაობას (პატარ-პატარა პარტიებზე არ ვლაპარაკობბ) აინტერესებს, არეულობისკენ წაიყვანოს პროცესი და მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს. ეს საზოგადოების მოთხოვნა არ არის. დღეს არის 9 აპრილი, იცით, საზოგადოების მოთხოვნა რა არის? 32 წელი გავიდა მის მერე…

-კარგით, მადლობა…

-მთელი პოლიტიკური კლასი ამ ხნის განმავლობაში ხრავს ამ ქვეყანას, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა…

-დიდი მადლობა…

იმის მაგივრად, რომ ის ღვაწლი და სისხლი დავაფასოთ, 32 წლის წინ დაღვრილი, დღესაც ერთმანეთთან ვკინკლაობთ…

-მადლობა