ბავარიის ჯანდაცვის სამინისტრომ და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა განზრახვათა მმორანდუმი გააფორმეს ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ მიწოდებასთან დაკავშირებით.
გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის ვაქცინაციების მუდმივი კომისიის (STIKO) თავმჯდომარემ ტომას მერტენსმა დადებითად შეაფასა ბავარიაში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“ შეტანის შესაძლებლობა.
მერტენსის თქმით, მან პრესიდან შეიტყო, რომ ბავარიის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ვაქცინასთან დაკავშირებით განზრახვათა შესახებ მემორანდუმი გააფორმა.
„ვაქცინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მცდელობები პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია“, — განაცხადა STIKO–ს ხელმძღვანელმა ტელეარხ ZDF–ის პირდაპირ ეთერში.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „სპუტნიკ V“ ბავარიაში იმ შემთხვევაში შევიდოდა, თუ პრეპარატს წამლების ევროპული სააგენტო ЕМА მოიწონებდა.
„სპუტნიკ V“ 4 მარტიდან გადის ЕМА–ს ეტაპობრივ ექსპერტიზას, რომელიც ევროპის ბაზარზე ვაქცინების გამოყენებაზე ნებართვებს გაცემს. სააგენტოში აცხადებდნენ, რომ რუსული პრეპარატის შეფასება დაჩქარებულ ვადებში მოხდებოდა. მედიის ინფორმაციით, თუ რაიმე გართულება არ მოხდა, „სპუტნიკ V–ს“ შესახებ პასუხს ЕМА მაისში გამოაქვეყნებს.
„სპუტნიკ V“ უკვე მსოფლიოს 59 ქვეყანაშია დარეგისტრირებული, რომელთა მოსახლეობის ჯამური რაოდენობა 1,5 მლრდ კაცს შეადგენს. პრეპარატის ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს. ვაქცინა ადამიანის კარგად შესწავლილ ადენოვირუსულ პლატფორმაზეა შექმნილი. ის ორ სხვადასხვა ვექტორს იყენებს ორი აცრისთვის და იმაზე ხანგრძლივ იმუნიტეტს უზრუნველყოფს, ვიდრე სხვა პრეპარატები, რომლებიც იმავე მექანიზმს იყენებენ ვაქცინაციისას.