კიმ კარდაშიან-უესტი მილიარდერთა ელიტარულ კლუბს შეუერთდა. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება ამ დროისთვის 1 მილიარდი დოლარია.
კარდაშიანმა ქონების დაგროვება კოსმეტიკის და ტანსაცმლის ხაზით, ასევე სატელევიზიო შემოსავლებით და ინვესტიციებით მოახერხა. ამით ის მსოფლიოში უმდიდრეს 2755 ადამიანს შორის მოხვდა, რომლის სათავეშიც Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია 177 მილიარდი დოლარის შემოსავლით.
წყარო: report.ge