რუსეთი სომხეთში ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს – «КоммерсантЪ»

რუ­სულ გა­მო­ცე­მა კო­მერ­სან­ტში” («КоммерсантЪ») გა­მოქვცეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: “ცოტა ატო­მუ­რი დენი თუ გაქვთ?  რუ­სეთ­მა სომ­ხეთ­ში შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი აა­შე­ნოს”, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბე­ლი სამ­ხრეთ­კავ­კა­სი­უ­რი ქვეყ­ნის ატო­მუ­რი ენერ­გე­ტი­კის პერ­სპექ­ტი­ვაა მი­მო­ხი­ლუ­ლი (ავ­ტო­რი – პო­ლი­ნა სმერ­ტი­ნა).

სომ­ხე­თი, რო­მე­ლიც ადრე თავს არი­დებ­და რუ­სუ­ლი დი­ზა­ი­ნის მქო­ნე ახა­ლი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის (აეს) მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხში მკა­ფიო პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას, ახლა უკვე ამ მიზ­ნით მო­ლა­პა­რა­კე­ბას იწყებს. ახა­ლი სად­გუ­რი სა­ჭი­როა ძვე­ლის ჩა­სა­ნაც­ვლებ­ლად, რო­მელ­საც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყავ­ლი დიდი ხნის წინ გა­უ­ვი­და, “შე­ნახ­ვის ვადა” მა­ინც გა­უგ­რძე­ლეს. მე­წა­მო­რის 407 მე­გა­ვა­ტის სიმ­ძლავ­რის მქო­ნე ენერ­გობ­ლო­კი, სა­ბო­ლო­ოდ, 2036 წელს უნდა და­ი­ხუ­როს. ახა­ლი აეს-ის მშე­ნებ­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3-7 მი­ლი­არდ დო­ლარს აღ­წევს. რუ­სეთს შე­უძ­ლია სომ­ხეთს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ენერ­გობ­ლო­კე­ბი შეს­თა­ვა­ზოს, მაგ­რამ რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ასე­თი ბლო­კე­ბის წარ­მო­ე­ბა თვით რუ­სე­თის­თვის სი­ახ­ლეა და ამი­ტომ მათ შე­სა­ბა­მი­სი სა­ი­მე­დო რე­ფე­რენ­ცი­ე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვთ. გარ­და ამი­სა, შე­საძ­ლოა პრობ­ლე­მა გაჩ­ნდეს ატო­მუ­რი რე­აქ­ტო­რის სომ­ხეთ­ში ჩა­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, – ნათ­ქვა­მია მოკ­ლედ სტა­ტი­ის და­სა­წყის­ში, შემ­დეგ კი ავ­ტო­რი უფრო ფარ­თოდ აგ­რძე­ლებს:

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს, სომ­ხეთ­ში ახა­ლი აეს-ის მშე­ნებ­ლო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. მარ­თა­ლია, ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი აეს-ის ძვე­ლი ბლო­კე­ბის ახ­ლით შეც­ვლის სა­კი­თხი დიდი ხა­ნია გა­ნი­ხი­ლე­ბა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის ბა­გე­თა­გან ასე­თი სურ­ვი­ლი ღიად პირ­ვე­ლად გახ­მა­ურ­და.

სომ­ხეთს დღე­ი­სათ­ვის არ სჭირ­დე­ბა დიდი სიმ­ძლავ­რის მქო­ნე ატო­მუ­რი ელ­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა, მის­თვის საკ­მა­რი­სი 1 გი­გა­ვა­ტის სიმ­ძლავ­რეც – ეს იმი­ტომ, რომ რეს­პუბ­ლი­კის ენერ­გო­სის­ტე­მა ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია. მაგ­რამ საქ­მე ისაა, რომ რაც უფრო მცი­რე სიმ­ძლავ­რი­საა სად­გუ­რი, მის მშე­ნებ­ლო­ბა უფრო ძვი­რი ჯდე­ბა.

სომ­ხე­თის ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი მე­წა­მოს­რის აეს-ის გენ­დი­რექ­ტო­რის მრჩევ­ლის გერა სე­ვა­კი­ა­ნის თქმით,სომ­ხე­თის მე­წა­მო­რის აეს-ი ერევ­ნი­დან 30 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ა­ში 1976-1980 წლებ­ში შე­ვი­და. მას აქვს საბ­ჭო­თა დი­ზა­ი­ნის ორი ენერ­გობ­ლო­კი ВВЭР-440, რო­მე­ლიც სე­ის­მო­მე­დე­გია, თუმ­ცა სპი­ტა­კის მი­წისძვრის შემ­დეგ, 1988 წელს, ელექტრო­სად­გუ­რი მა­ინც გა­ა­ჩე­რეს. 1995 წელს კი, როცა სომ­ხე­თი უმწვა­ვეს ენერ­გო­დე­ფი­ციტს გა­ნიც­დი­და, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სად­გუ­რი ისევ ამუ­შავ­და. თუ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა მე­წა­მო­რის ატო­მურ სად­გურს რეს­პუბ­ლი­კი­სათ­ვის, საკ­მა­რი­სია ით­ქვას, რომ რე­აქ­ტო­რე­ბი ქვეყ­ნის ელექტრო­მოხ­მა­რე­ბის 45% უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

ექ­სპერტ ალექ­სან­დრე უვა­რო­ვის თქმით, რუ­სეთს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძლავ­რის ენერ­გობ­ლო­კე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად აქვს, თუმ­ცა ეს ფაქ­ტო­რი პრო­ექ­ტის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი ვერ იქ­ნე­ბა. მისი აზ­რით, სომ­ხეთ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს ВВЭР-600 ტი­პის ატო­მუ­რი რე­აქ­ტო­რი (600 მე­გა­ვა­ტი სიმ­ძლავ­რით), რო­მე­ლიც რუ­სე­თის კო­ლის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე აეს-შია აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი. არის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტიც: РИТМ-200 ტი­პის რამ­დე­ნი­მე მცი­რე რე­აქ­ტო­რი (50 მე­გა­ვა­ტის სიმ­ძლავ­რით), მაგ­რამ ასე­თი ვერ­სი­ის ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე ისაა, რომ მას­ზე მეტი ტან­ხე­ბი და­ი­ხარ­ჯე­ბა, პლუს მათ და­ჭირ­დე­ბათ სე­ის­მო­მე­დე­გო­ბის დო­ნის გან­მტკი­ცე­ბა.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ახალ­მა აეს-მა ელექტრო­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის მა­ტე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ეს სა­კი­თხი სომ­ხეთ­ში ძა­ლი­ან გრძნო­ბი­ე­რია და ბევ­რჯერ მისი მი­ზე­ზით სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბაც მომ­ხდა­რა. რად­გა­ნაც დე­ნის ტა­რი­ფის სა­კითხს სა­ხელ­მწი­ფო წყვეტს, ამი­ტო­მაც მთავ­რო­ბა საბ­ჭო­უ­რი ენერ­გობ­ლო­კე­ბის ვა­დე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას მუდ­მი­ვად ახ­დენ­და (ძვე­ლი რე­აქ­ტო­რის­გან მი­ღე­ბუ­ლი ელეტ­რო­ე­ნერ­გია უფრო ია­ფია). ერევნმა უკვე გა­მო­ა­ცხა­და, რომ რე­აქ­ტო­რე­ბის ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ის ვა­დებს კი­დევ 5-10 წლით გა­აგ­რძე­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი ატო­მუ­რი სად­გუ­რის სა­ვა­რა­უ­დო მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­დევ ერთ პრობ­ლე­მას, თუ რო­გორ უნდა ჩა­ი­ტა­ნონ რე­აქ­ტო­რე­ბი და სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბა რუ­სე­თი­დან სომ­ხეთ­ში: ცნო­ბი­ლია, რომ სომ­ხეთს რუ­სეთ­თან არ აქვს არც პირ­და­პი­რი სარ­კი­ნიგ­ზო და სა­ზღვაო კავ­ში­რი. სარ­კი­ნიგ­ზო კავ­ში­რი, რო­მე­ლიც ადრე, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტის გამო გა­წყდა. რო­გორც ექ­სპერ­ტი მი­ხე­ილ ბურ­მის­ტრო­ვი ამ­ბობს, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის ერთ-ერთი ვერ­სია შე­იძ­ლე­ბა სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სარ­კი­ნიგ­ზო მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნა­ში მდგო­მა­რე­ობ­დეს: სა­კი­თხი ეხე­ბა რკი­ნიგ­ზას ნახ­ჩი­ვა­ნი­სა და ე.წ. “მეგ­რის დე­რეფ­ნის” გავ­ლით, რო­მე­ლიც მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტამ­დე მშვე­ნივ­რად მუ­შა­ობ­და. ამ­ჟა­მად რკი­ნიგ­ზის ორ­დუ­ბად-გო­რა­დი­ზის მო­ნაკ­ვე­თი აყ­რი­ლია, მაგ­რამ და­გეგ­მი­ლია მისი აღ­დგე­ნა”. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ