4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება – კიდევ რა გადაწყვეტილებები მიიღო უწყებათაშორისმა საბჭომ?

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო დამ­საქ­მებ­ლებს თა­ნამ­შრო­მელ­თა დის­ტან­ცი­ურ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში გა­დაყ­ვა­ნის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს, 4-11 მა­ი­სი კი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით უქმე დღე­ე­ბად ცხად­დე­ბა, – აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დღეს ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის ფორ­მატ­ში გა­ი­მარ­თა.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც, მთელს მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც უა­რეს­დე­ბა.

აღი­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის დი­ნა­მი­კა სა­ყუ­რა­დღე­ბოა და რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მიდ­გო­მას მო­ი­თხოვს.

კი­დევ ერთხელ გა­ეს­ვა ხაზი დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რაც ქვე­ყა­ნას ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მე­სა­მე ტალ­ღას და, შე­სა­ბა­მი­სად, მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას აა­ცი­ლებს. სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო მო­ქა­ლა­ქე­ებს კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს, სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნონ პირ­ბა­დე, და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და თავი აა­რი­დონ ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, რო­მელ­თა გა­მარ­თვა მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით აკ­რძა­ლუ­ლია.

ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით აიკ­რძა­ლა ფარ­თის გა­და­ცე­მა/დათ­მო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა (მაგ.: ქორ­წი­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი იუ­ბი­ლე, ქელე­ხი და ა.შ.) და მა­სობ­რი­ვი გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვის მიზ­ნით. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვის დარ­ღვე­ვა კი გა­მო­იწ­ვევს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი კი­დევ უფრო მკაც­რად გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ ყვე­ლა იმ რე­გუ­ლა­ცი­ის აღ­სრუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­კენ.

საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ამ ეტაპ­ზე ძა­ლა­ში რჩე­ბა ღა­მის 21:00-05:00 სა­ა­თამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე მოქ­მე­დი შე­ზღუდ­ვა.

სხდო­მა­ზე ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. აღი­ნიშ­ნა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ქვე­ყა­ნა ვაქ­ცი­ნე­ბის ახალ დო­ზებს მი­ი­ღებს. პა­რა­ლე­ლუ­რად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბი­თა და უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით, გრძელ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ებ­ლებ­სა და პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან, და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვა­და­ში მო­ბი­ლი­ზე­ბის მიზ­ნით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დე, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 287 183 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც 276 426 პირი გა­მო­ჯან­მრთელ­და, გარ­დაც­ვლი­ლია 3 858 ადა­მი­ა­ნი.ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა 233 ადა­მი­ა­ნი, კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში – 285 მო­ქა­ლა­ქე, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ – 2 129 პირი.პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია.