“ახლახან ტვ პირველმა აჩვენა პირდაპირი ეთერით, გზა და ბილიკი, საიდანაც ქართველები გადმოდიოდნენ ენგურს- შემდეგ რა მოხდა ვიცით…”

ერთი კვირის წინ  ტვ პირველმა, აჩვენა პირდაპირი ეთერით, გზა და ბილიკი საიდანაც , ქართველები გადმოდიოდნენ ენგურს გადმოღმა.შემდეგ რა მოხდა კარგად ვიცით.

რუსმა და აფხაზმა სამხედროებმა აიყვანეს კონტროლზე ასე ვთქვათ ქართველთათვის სამშობლოსთან დამაკავშირებელი გზა , და ერთ-ერთ გადმოსვლას უკვე მსხვერპლი მოყვა.
საინტერესოა, ვისგან და საიდან მიეწოდა ეს ინფორმაცია ტვ პირველს . რომელი სპეცსამსახურებიდან? რომელი სპეცსამსახურები ფლობდნენ ამ დამაკავშირებელ გზებზე ინფორმაციას? ვფიქრობ ეს ყველაფერი ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების გამოძიების ინტერესს უნდა შეადგენდეს…..
ეს სატელევიზიო ,,სპეცოპერაცია” მაგონებს გილაევის რაზმების გადაადგილებას პანკისში რომელიც ასევე რუსთავი 2 მა გააშუქა, და პანკისის დაბომბვით დამთავრდა . ლამის საქართველოს მაშინ დაბრალდა ტერორისტული ჯგუფების ხელშეწყობა . (გამოძიება მაშინაც არ ჩატარებულა ყოველ შემთხვევაში ბრალეულობა არ გამოკვეთილა )რომ არა შევარდნაძის ავტორიტეტი შეიძლება სხვა მიმართულებაც წასულიყო ყველაფერი .
დღევანდელ შემთხვევაში რაში შეიძლება იქნას გამოყენებული ასეთი გზების არსებობა ? დაინტერესებულმა მხარემ შესაძლოა აფხაზეთში მოაწყოს რამოდენიმე პროვოკაციული ქმედება , და ისევ დაგვბრალდეს ჩვენ, ქართულ მხარეს…….. . Далее дело техники ?

კაკო სვანიძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი