ამერიკელ კონგრესმენს სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტმა 38 წლის რესპუბლიკელი კონგრესმენის, მეთ გეითსის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

შესაბამისი განცხადება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გეიტსს, რომელიც დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო, სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ.

ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის განცხადების თანახმად, კონგრესმენი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო გამოყენებაში, პირადი მიზნებისთვის საარჩევნო კამპანიის გამოყენებასა და ქრთამის აღებაშიც არის ეჭვმიტანილი.

მანამდე The New York Times იუწყებოდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მეთ გეითსის წინააღმდეგ სექსუალური ექსპლუატაციისა და პროსტიტუციის საქმეებსაც იძიებს.

თავად, კონგრესმენი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.