აშშ სანქციებით მსოფლიო ლიდერობას თავად ინადგურებს

დასავლეთში ანტირუსული სანქციების საქმეში ყველაფერი თავისი რიგით მიდის: ერთნი ამუშავებენ და აწესებენ, სხვები კი თავიანთთვის ზარალის მინიმუმამედ დაყვანის მეთოდებს იგონებენ.

თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს როლები კიდეც ერწყმის ერთმანეთს, ანუ შეზღუდვები ჯერ წესდება, შემდეგ კი მათი ინიციატორები ფართხალს იწყებენ იმ ჭაობიდან ამოსასვლელად, რომელიც თვითონვე შეიქმნეს. სწორედ ახლა ამ მოდელს Zoom–ი წარმოაჩენს.

რუსეთი კი კალენდრულად ახალ, თუმცა არსობრივად ერთფეროვან ზომებს თავისთვის სასარგებლოდ იყენებს: დაწყებული ელიტების ნაციონალიზაციით და დასრულებული ტექნოლოგიური ავტონომიურობის ზრდით.

ამ დროისათვის ვაშინგტონი სპეცწარმომადგენლის შერჩევითაა დაკავებული, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ ბედის შესახებ მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს.

გამოცემა Politico–ს ცნობით, ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოიწონა სანქციების ორი მორიგი პაკეტი მშენებარე გაზსადენის წინააღმდეგ. ახალ შავ სიებში  ფიგურირებენ შვეიცარიული კომპანია Nord Stream 2 AG (რომელიც გაზსადენის მშენებლობასა და მის შემდგომ  ექსპლუატაციაზე აგებს პასუხს) და ასევე მისი ხელმძღვანელი მატიას ვარნიგი.

როგორც მოსალოდნელია, რესტრიქციების პროექტი კონგრესს მაისში წარედგინება დასამტკიცებლად. თუმცა ეს ზუსტი მონაცემი არ არის, ვინაიდან გაზსადენის წინააღმდეგ ახალი ზომების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. აშკარაა, რომ ის პირდაპირ იქნება დაკავშირებული ემისრის მოლაპარაკებებზე, რომელსაც ჯერ  ისე ეძებს თეთრი სახლი. მოლაპარაკებები კი გაიმართება არა რუსეთთან, არამედ ევროპასთან.

სწორედ ამაშია ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მთავარი პრობლემა, რომელსაც კონსოლიდირებულად აწვებიან კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლები, მოითხოვენ რა ნებისმიერ ფასად შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ მშენებლობა, რასაც ბერლინი ცოცხალი თავით არ თმობს. ხოლო დემოკრატების განცხადება ევროპასთან ტრამპის მიერ სერიოზულად დარღვეული ურთიერთობების აღდგენაზე, თეთრი სახლისთვის არასასურველს ხდის ხისტ კონფრონტაციულ ნაბიჯებს.

შედეგად ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებებში დასავლეთ ევროპის შეირეგბლობას მოარბილებს, რომელიც თავისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს იცავს. ამასობაში კი გაზსადენი, როგორც ჟურნალისტები გვახსენებენ, 96%-ითაა დასრულებული.

თუმცა არსებობს სასანქციო თემა, რომელშიც საქმე ამერიკელებისთვის ბევრად ხელსაყრელადაა. Politico–სთან თითქმის ერთდოულად Bloomberg–მაც განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მზადდება აშშ–ის არჩევნებში რუსი ჰაკერების ჩარევის გამო. გარდა შავ სიებში „პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირების“ ჩართვისა, ადმინისტრაცია ასევე განიხილავს „აშშ–დან რუსი მზვერავების გაძევების საკითხსაც, რომლებიც თავს დიპლომატიურ სტატუსს აფარებენ“.

თუმცა ვაშინგტონისთვის „გვერდითი ეფექტები“ აქაც გარდაუვალია. როგორც ცოტა ხნის წინ აღნიშნა რუსეთის ელჩმა აშშ–ში ანატოლი ანტონოვმა, შტატებმა სავიზო ომი წამოიწყო დიპლომატების წინააღმდეგ, რის გამოც ორივე მისია აწყდება პესონალის დეფიციტის, მათ შორის, ტექნიკურის, პრობლემას.

და თუ რუსეთის საელჩოა თანამშრომლებს „სტოიკურად გადააქვთ სამსახურის სიმძიმეები“, ამერიკელებმა უკვე არაერთხელ დაიჩივლეს, რომ აუტანელ პირობებში უწევთ მუშაობა. ახლა მაღალი რანგის დიპლომატებს თავად უწევთ საელჩოს შენობის წინ თოვლის გაწმენდა თუ ხელების სადეზინფექციო ხსნარების შეზავება. საქმე იქამდეც მივიდა, რომ წმიდა ტექნიკური მიზეზებით ორმა საკონსულომ შეწყვიტა მუშაობა — ვლადივოსტოლსა და ეკატერინბურგში.

და სანამ ვაშინგტონში ბიუროკრატიული პროცესი რიგირც მიხედვით მიედინება, დასავლური ბიზნესი სულ უფრო ხშირად წრიალებს.

სწორედ ახლა ცდილობს სცილასა და ქარბდას შორის გავლას კომპანია Zoom–ი, რომელიც ვიდეოკონფერენციების სერვისს სთავაზობს მომხმარებელს და რომელიც საოცრად გამდიდრდა პანდემიის პირობებში. კომპანიამ, შეეცადა რა მიჰყოლოდა აქტუალურ დღის   წესრიგს, სერვისზე წვდომის მიყიდვა აუკრძალა რუსეთისა და დსთ–ს ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებებსა და კომპანიებს.

თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ Zoom–ი უკან დახევას შეეცადა და განაცხადა, რომ „ბაზარზე მიდგომებისადმი განვითარების პროცესშია“. კომპანიის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ „ახალ და უკვე არსებულ მომხმარებლებს — როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორებში, შეუძლიათ მოითხოვონ Zoom–ის აკაუნტების შეძენა პირდაპირ საიტიდან“ და არა დისტრიბიუტორების გავლით.

კომპანიის ნერვიულობა გასაგებია: მისი კლიენტებს შორის, რომლებმაც სოლიდური მოგება მოუტანეს გასულ წელს, უამრავია რუსულ სახელმწიფო დაწესებულებებთან დაკავშირებული, კერძოდ, უმაღლესი სასწვლებლები. ახლა ისი მასიურად გადადიან ალტერნატიულ პლატფორმებზე. სახელისუფლებო ორგანოებზე კი გამოცხადებულ სიახლეს არანაირი გავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან ისინი ისედაც არ სარგებლობდნენ Zoom–ით.

მოკლედ, ეს ინოვაცია Zoom–ისთვის საკუთარი თავისთვის ტყვიის დახლა იყო, ვინაიდან მსხვილი კომერციული კლიენტების გადინება გამოიწვია კონკურენტებისკენ, ხოლო თავად რუსეთის სახელმწიფოს ვერანაირი უხერხულობა ვერ შეუქმნა.

ბოლო წლებში სანქციების თემა ჩვეულებრივ ამბად და ხშირად ნაკლებად საინეტერესო ფონად იქცა როგორც რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესებისთვის, ისე საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. და ამ ყოველდღიურობაში თითქმის შეუმჩნეველი დარჩა პრონციპული ცვლილებები, რომლებიც  გასულ პერიოდში განიცადა თავად ამ ფენომენის ბუნებამ.

გლობალიზებულ ერთპოლარულ სამყაროში სანქციები ნადვილად არის არსებული სისტემის განმტკიცების ინსტრუმენტი. იმას, რომ ყველაზე მკაცრი შზღუდვების ქვეშაც კი შეიძლებოდა ცხოვრება, მრავალი წლის განმავლობაში ამტკიცებდა ირანიცა და ჩრდილოეთ კორეაც. მაგრამ ამისთვის დიდი ფასი იხდებოდა — მოქალქეების ცხოვრების ხარისხით, ეროვნული ეკონომიკებისთვის დანაკარგებით, ტექნოლოგიური ჩამორჩენებით. მაშინ სანქციები ნიშნავდა ქვეყნის ამორიცხვას თანამედროვე განვითარებული ცივილიზაციიდან, რასაც ყოველ ნაბიჯზე ახლდა სხვადასხვა სახის პრობლემები, იქნებოდა ეს მაღალტექნოლოგიური პროექტების რეალიზაციასთან დაკავშირებული სიძნელეები თუ SWIFT–ზე მიუწვდომლობისა და მისი ეროვნული ალტენატივის არარსებობის გამო საბანკო ბარათით მაღაზიაში ანგარიშსწორება.

ანტირუსული სანქციების შვიდი წლის წინ ამუშავებული ბორბლის ამოცანა რუსეთზე ანალოგიური ეფექტის მოხდენა იყო. მაგრამ, ნაცვლად ამისა, პროცესი თანდათანობით იქცა თვითმიზნად, შემდეგ კი სულაც საპირისპირო რეზულტატის მოტანას შეუწყო ხელი.

სანქციები შლის როგორც დასავლურ ერთიანობას, ისე მთლიანად მსოფლიო სისტემას მასში აშშ–ის ლიდერი პოზიციით. ის, რაც ათი წლის წინ „განკიცხული ქვეყნების“ ტექნოლოგიური დამუხრუჭების მექანიზმი იყო, ახლა მათი განვითარების სტიმულატორად იქცა.

ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ ვივარაუდოთ, რატომ განაგრძობს ვაშინგტონი აშკარად მისთვის მავნე პროცესს. შესაძლოა ამერიკული ისტებლიშმენტი უბრალოდ ვერ ხედავს მომხდარის ჭეშმარიტ არსს. ან იქნებ აცნობიერებენ კიდეც რეალობას, მაგრამ გაჩერება აღარ შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ მათივე ქმედებები შეერთებული შტატების მსოფლიო ჰეგემონიას ბოლოს უღებს.

ირინა ალქსნისი