ბრიტანეთში 30 წლამდე ახალგაზრდებს ასტრაზენეკას ნაცვლად ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებენ.
დიდი ბრიტანეთის ვაქცინების საკონსულტაციო ორგანოს განცხადებით, 30 წლამდე ახალგაზრდებს ასტრაზენეკას ნაცვლად ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ევროკავშირის მედიკამენტების სააგენტოს განცხადებას, რომელიც ვაქცინასა და თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის კავშირს ადასტურებს.
ბრიტანეთის მედიკამენტების სააგენტოს MHRA მიერ ჩატარებული კვლევით, მარტის ბოლოს ვაქცინირებულ ადამიანებთაგან 79-ში განვითარდა თრომბი, საიდანაც 19 პაციენტისთვის გვერდითი ეფექტი ლეტალური შედეგით დასრულდა. თუმცა, რეგულატორი კვლავ აცხადებს, რომ ეს არ არის მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინამ გამოიწვია თრომბი.
იშვიათი თრომბის შემთხვევების თითქმის ორი მესამედი დაფიქსირდა ქალებში. გარდაცვლილი ადამიანები იყვნენ 18- დან 79 წლამდე.
დოქტორმა ჯუნ რეინმა, MHRA- ს წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ გვერდითი მოვლენები “ძალზედ იშვიათია” – და უფრო მეტი სამუშაოა საჭირო იმის დასადგენად, ვაქცინა ნამდვილად იწვევს თუ არა თრომბებს.
წყარო: report.ge