დღევანდელმა დღემ რაღაც ტკბილი და თბილი მოგონება ამომიტივტივა ქვეცნობიერიდან და ჩემიანებს ან ჩემნაირი ფასეულობის მატარებელ საზოგადოებას მოგმართავთ(ფასეულობა ამპარტავნულად არ მიიღოთ ნაბიჭვრებმა?):
დღეს ჩემი ძმაკაცი შეუძლოდ გახდა მოციმციმე არითმიამ შეაწუხა და ამბის გასაგებად ნახევარმა თბილისმა დამირეკა. ეს რა საკვირველია, მის კარგ ადამიანობაზეც მეტყველებს, მაგრამ მე უფრო შიგნით წავედი და ძველი მომღიმარე ჩემი ქვეყანა, ჭირისუფალიც და თანამეინახეც გამახსენდა!
კი ამბობენ, ეეეჰ, სადღა დაბრუნდებაო ის ღიმილი და ის ხალხიო, ერთმანეთის სიკეთით გახარებას ხელს რა უშლის ან ვინ უდგას წინ!
ვინ და რააა?
აი ის, უღირსი და დამპალი თესლიდან აღმოცენებული საზოგადოება, რომელიც სათავეში უდგას ქვეყანას და გარყვნილებას ამკვიდრებს, პარტიულობას არა აქვს მნიშვნელობა!
სანამ გავალთ ამ წუთისოფლიდან, ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ის მაინც დავუტოვოთ, რომ არ ჩავბარებულვართ უზნეობას და ამორალს, თავის შეკვლაც რომ მოგვიწიოს, ღვთის წინაშე ძალა მოგვცეს განგებამ, თუ არადა, ელოდეთ სწორნაწლავის სიმსივნეს, ან სხვა ავადმყოფობებით ღირსება წართმეულები გასვლას!
არის ჩემს ქვეყანაში მებრძოლი სული და გამოვიღვიძოთ, შევუძახოთ და გავამხნევოთ ერთმანეთი, ღირს სიმართლისათვის ღვთის სახელით თავგანწირვა!
გია კორკოტაშვილი; სოციალური ქსელი