დამსაქმებელმა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს – გიორგი ღიბრაძე.
მობილობის შემცირების მიზნით, საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციით მიმართავს დამსაქმებლებს, გადაიყვანონ თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება დამსაქმებლებმა, ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა მიიღონ.
– “ამის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ დამსაქმებელმა უნდა მიიღოს, ინდივიდუალურ რეჟიმში. ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით, უქმე დღეებად ცხადდება” – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
წყარო: itv.ge