გამოვლინდა კორონავირუსის 506 შემთხვევა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 506 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 285 პირი. ჩატარდა 25 751 კვლევა ტესტით – მათ შორის 15 769 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 982 PCR ტესტით.

ვერბგვერდზე განთავსებული მონაცემებით, 9 აპრილის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.96 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.16 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.49 %.

506 ახალი შემთხვევა ქალაქების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 240
  • აჭარა – 76
  • იმერეთი – 43
  • ქვემო ქართლი – 33
  • შიდა ქართლი – 13
  • გურია – 13
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 66
  • კახეთი – 13
  • მცხეთა-მთიანეთი – 4
  • სამცხე-ჯავახეთი – 3
  • რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 083, საიდანაც: 2 190 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 074, აჭარაში – 331, იმერეთში – 334.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 370 პირი, მათ შორის, თბილისში – 186, აჭარაში – 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში – 4, იმერეთში – 9.

301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 179 – თბილისში, 117 – აჭარაში. 4 592 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – აღნიშნავს საქართველოს მთავრობა.

პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 287 689 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 276 711 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 869 კი — გარდაიცვალა.

 

“ნეტგაზეთი”