ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა ვახტანგი (ასათიანი) გარდაიცვალა.
დეკანოზის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ტაძრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ძალიან მტკივნეული და მძიმე დილა გაუთენდა ჩვენს სამრევლოს, აღარ გვყავს ჩვენი წინამძღვარი, ჩვენი მამა და ჩვენი უსაყვარლესი მოძღვარი… ნეტარი განსვენება მამა ვახტანგ თქვენს სულს, მკვდრეთით აღდგომილი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წიაღში…“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.