9 აპრილი. 30 წელი გავიდა ამ დღიდან და კიდევ არ წყდება იმ უმანკო ახალგაზრდების სისხლით სპეკულირება 9 აპრილს რომ დაეცნენ. ყველა მოქმედმა თუ მომავალმა პოლიტიკოსმა იხეირა ამ ტრაგედიით, საქართველოს და ქართველი ხალხის გარდა. გორბაჩოვ-შევარდნაძეს გაუადვილდათ სსრ კავშირის დაშლა. გამსახურდიას გზა გაეკაფა ხელისუფლებაში მოსასვლელად.
9 აპრილი ზეიმის დღე. კი, მაგრამ რა გვაქვს საზეიმო? იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი უბედურება და ყოველი დღე 9 აპრილია. ანუ ყოველი დღე ტრაგედია და ხოცვა ჟლეტაა. გაუთავებელი ომები… საქართველოს დაშლა. უმუშევრობა, შიმშილი, საზღვარგარეთ მოჯამაგირედ წასული მილიონამდე ქართველი, რომელიც თურქ, ბერძენ, იტალიელ მოხუცებს უკანასლს ბანს და გარშოკებს დაათრევს. და ამ დროს შემოჩეჩებული ფარატინა ფურცელი რომელზეც დამოუკიდებლობა წერია.
ამისთვის მოხდა 9 აპრილი? 9 აპრილი გმირობის დღე! სად, როდის, როგორ და თუ ვინმეს ახსოვს ქართველ ვაჯკაცებს ბრძოლის ველზე უმანკო ბავშვები და მოხუცები მიეტოვებინოს და თვითონ დამალულიყვნენ. 21 ახალგაზრდა და მოხუცი დაჩეხეს. სად იყვნენ ამ დროს ,,ეროვნული” გმირები და ,,ეროვნული” მოღვაწეები ერთი ნაკაწრიც რომ არავის მიუღია. ესაა თქვენი გმირობა?
9 აპრილის თემით სპეკულირება. ლელა ვეფხვაძე ალბათ ბევრმა იცის. ეს ქალი იყო უსინათლო. სოციალიზმის დროს ქონდა ღირსეული სამუშაო, მუშაობდა ფაბრიკაში. ტრაგედიის ღამეს ის მღეროდა ლადო ასათიანის ცნობილ ლექსს ,,სალაღობოს”. ლელა ვეფხვაძე არ იყო პოლიტიკოსი ის იყო იქ საკუთარი ენთუზმიაზმით მისული როგორც ყველა დანარჩენი. მას სურდა უკეთესი მომავალი და რა მიიღო? მიიღო მათხოვრობა მეტროპოლიტენის ერთერთ სადგურზე. მას დაუხურეს ფაბრიკა. წაართვეს სამუშაო და გააგდეს გარეთ. ეს არის 9 აპრილი, მაგრამ ქალბატონი ლელა თავის ტრაგედიას ვერ აცნობიერებს. გაბატონებული აზრის ტყვეობაშია ამჟამადაც. მათხოვრობს და რომანტიკულად იგონებს იმ ღამეს საკუთარი ცხოვრება რომ დაინგრია. სამაგიეროდ ლელას მონობაზე და იმ მსხვერპლზე დგას მაშინდელი და დღევანდელი ხელისუფლება.
9 აპრილი როგორც გაუგონარი ხოცვა- ჟლეტა. დიახ ეს ყველამ იცის, მაგრამ არავინ საუბრობს კონკრეტულ დამნაშავეზე. უშუალოდ გორბაჩოვის ბრძანებით დააარბიეს და დახოცეს ხალხი.რატომ მისცა უიარაღო მშვიდობიანი დემონსტრატების დახოცვისთვის ,,საყვარელმა” დასავლეთმა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. 9აპრილის მსხვერლთ მსხვერპლად არ თვლიდა მხოლოდ სარგებლობდა და სპეკულირებდა ამ თემით ხომ?!
ვინ ისარგებლა 9 აპრილით? ზვიად ძიძიგურებმა. ამ ხალხს რომ ქონოდა 5 ათას ლარიანი ხელფასი ამისთვის ღირდა ამ ახალგაზრდების შეწირვა?
ირაკლი დოჭვირი; სოციალური ქსელი