“საბჭოთა კავშირი მაინც ზუსტად იმ დღეს დაიშლებოდა, როცა დაიშალა. ჩვენ, უბრალოდ მის ნანგრევებში მოგვაყოლეს…”

მოკლედ და მთელი პასუხისმგებლობით ვიტყვი მწარე სიმართლეს და გინდაც ჩამქოლოთ, – არ გადავთქვამ:

საბჭოთა კავშირი მაინც ზუსტად იმ დღეს დაიშლებოდა, როცა დაიშალა. ჩვენ, უბრალოდ მის ნანგრევებში მოგვაყოლეს.
9 აპრილს დაღუპული ადამიანებიც, ტერიტორიების დაკარგვაცა და სხვა უამრავი უბედურებაც, სწორედ იმ ერთი მუჭა ფსევდოპატრიოტების ვიწრო ინტერესების გამო მოწყობილი ავანწურის შედეგია (მაინცდამაინც ცხონებული ზვიადს არ ვგულისხმობ – ცალკე ფენომენი, საკუთარი სულიერი მდგომარეობისა და გარემოებათა მსხვერპლია) ვინც, თავისი შთამომავლობიანად დღესაც კმაყოფილებით ცხოვრობენ ძირითადად ბევრად უფრო განვითარებულ და ბედნიერ ქვეყნებში, ვიდრე საქართველოა.
თუმცა, მეორეს მხრივ, არასდროს მას შემდეგ ქართველი ერი ისე ერთიანი არ ყოფილა (არც მომავალში იქნება) როგორც მაშინ იყო. და თუნდაც იმიტომ აღარ იქნება, რომ ზუსტად იცის, – მის გმირობას ვიღაც ჯიბეში ჩაიდებს და სარფიანად გაჰყიდის…
ეს ერთი… და რაც შეეხება დამოუკიდებლობის აღდგენას: ჯერ ის “ვინუჟდენი” დამოუკიდებლობა არ გაიშვა 100 წლის წინ რაც იყო და, მერე ეს – აღდგენილი, რომლისგანაც, თუ რუსეთმა ისურვა, – ერთ საათში არაფერს დატოვებს. უბრალოდ ვერ ხედავს ამის საჭიროებას, რადგან რასაც ჩვენ თვითონ ვუშვებთ საკუთარ ქვეყანას, მის ეკონომიკას, ენას, ისტორიას, კულტურას, – ისე ეფექტურად ვერანაირი ზარბაზნებითა და ბომბებით ვერ გვიზამს, და გვაცდის, ვიდრე ბოლომდე ეგრეთწოდებულ ბანანის რესპუბლიკად არ გადავიქცევით ყველა თავისი ატრიბუტით, არეული პრიორიტეტებითა და გასაცოდავებული მენტალიტეტით, რაც ფაქტობრივად რუქიდან გაქრობის ტოლფასია..

გრინ ბარეტი,  ჟურნალისტი; სოციალური ქსელი