,,როგორ დამთავრდება ეს გარდამავალი პერიოდი, არავინ იცის და ჩვენ მაინც და მაინც ნაკლებად ვიწუხებთ თავს და ვფიქრობთ, რომ სხვამ უნდა გააკეთოს, სხვამ უნდა იშრომოს, მე კი უნდა ვჭამო, – აი ასეთი დამოკიდებულებაა დღეს.
მე მინდა შევეხო ერთ საკითხს, რ ა ა რ ი ს ს ა მ შ ო ბ ლ ო. ეს დიდი საიდუმლოებით მოცული რამეა. ყოველი ჩვენგანი არის ნაწილი სამშობლოსი, ეს არის ადამიანის გული, ეს არის ადამიანის გონება. ყოველი ჩვენი ფიქრი უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს, რადგან ჩვენი ფესვები აქ არის და ჩ ვ ე ნ თ უ დ ა ვ კ ა რ გ ა ვ თ ჩ ვ ე ნ ს კ ა ვ შ ი რ ს წ ი ნ ა პ რ ე ბ თ ა ნ, ჩვენს კულტურასთან, სარწმუნოებასთან, მამულთან, ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი დ ა ი კ ა რ გ ე ბ ა. ამიტომ მე ძალიან მაკვირვებს ის, რომ ძალიან ხშირად ჩვენი თანამემამულეები ფიქრობენ თავის თანამდებობაზე, თავის შემოსავალზე, თავის ბედნიერებაზე და ნაკლებად ფიქრობენ სამშობლოზე.
პატრიარქმა რამოდენიმე წლის წინ შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიხსენა.
“ის მეუბნებოდა, რომ ჩვენს პარლამენტში ოპოზიცია არ გვყავსო. მაშ როგორ ცხოვრობთ მეთქი? ყველა ვაკეთებთ სამშობლოს საქმეს და ყველა სამშობლოს ვემსახურებით და ის გვაძლევს ჩვენ ყველაფერს რაც საჭიროაო.”
მე ძალიან მაკვირვებს, როდესაც ჩვენი პარლამენტის წევრები ამბობენ – ეს ეკუთვნის უ მ რ ა ვ ლ ე ს ო ბ ა ს, ეკუთვნის უ მ ც ი რ ე ს ობ ა ს. გვავიწყდება, რომ ჩვენს სულთან დგას სამშობლო და ჩვენს სულთან არის ის საოცარი რამ, რომელიც თუ დაიკარგება, ყველაფერი გაქრება. ჩვენ აღარ ვიარსებებთ, ჩვენ გავითქვიფებით რომელიმე ერში. ამიტომ სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის ჩინს. ის კი არ უნდა ვიფიქროთ, რ ო მ ე ლ პ ა რ ტ ი ა ს ვეკუთვნით. ნამდვილი ე რ თ ი პ ა რ ტ ი ა გ ვ ა ქ ვ ს ჩ ვ ე ნ, ე ს ა რ ი ს ს ა მ შ ო ბ ლ ო, ეს არის ჩვენი ხალხი. ჩვენ უნდა დავინახოთ, ვის უჭირს და ვის ულხინს.
ასევე უნდა ვიფიქროთ, თუ ვის ს ჭ ი რ დ ე ბ ა დაყოფა, რადგან ე შ მ ა კ ი ყოფს და ღ მ ე რ თ ი აერთიანებს.
…რა თქმა უნდა, მთელს მსოფლიოში არის ასეთი წესი, რომ არსებობს ესა თუ ის პარტია, მაგრამ ეს პარტია და ნებისმიერი პარტია და ადამიანი უნდა ე მ ს ა ხ უ რ ე ბ ო დ ე ს თავის ხალხს, გაჭირვებულ ხალხს, თავის სამშობლოს და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს ჩვენ ხ ე დ ვ ა, თუ ს ა დ არის გ ა ჭ ი რ ვ ე ბ ა და ს ა დ არის ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი, სად არის ს ი ხ ა რ უ ლ ი და სად არის ბ ო რ ო ტ ე ბ ა, ეს უნდა გ ა ა რ ჩ ი ო ს ჩვენმა ხ ა ლ ხ მ ა”, – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
2013 წლის 13 მარტს საკვირაო ქადაგებიდან
ყოველი მისი სიტყვა დროში გათვლილი და სწორად დანახული ქვეყნისთვის მოცემული სამოქმედო გეგმა და სტრატეგიაა . მთელი ჩვენი უბედურება , კი ის არის რომ არ ვუსმენთ , და არ გვესმის პატრიარქის.
კაკო სვანიძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი; სოციალური ქსელი