“თუ არ გავითვალისწინებთ შეცდომებს, ტანკზე დარტყმული ჯოხი, აუცილებლად, კიდევ გატყდება”- რევაზ კილასონია

9 აპრილის კადრებში, ყველას გვინახავს, ერთი ახალგაზრდა როგორ ურტყამს 50 ტონიან ტანკს ჯოხს.. და ის ჯოხი, რამდენიმე დარტყმაში ტყდება..

სიმბოლური კადრია ჩემთვის..
ჩვენ დღესაც ისე “ურტყამთ ტანკს, ჯოხს”.
დღეს მსგავსი “ჯოხის დარტყმაა” – “პუტინ ხუილო” და მსგავსი პატრიოტობანას თამაში.
თუ არ მოვეშვებით, თუ არ გავითვალისწინებთ ისტორიულ გამოცდილებას, შეცდომას, თუ არ ვიქნებით ქმედებებში და განცხადებებში რაციონალურები და გონიერნი- “ტანკზე დარტყმული ჯოხი, აუცილებლად, კიდევ გატყდება”.
პატრიარქის სიტყვები-“საფრთხე რეალურია, დავიშალოთ”- იყო გონიერებისკენ მოწოდება, ის, რაც მას, იქ მყოფებმა უპასუხეს- იყო უგუნურება და ეს დრომ და ამ 30-მა წელმა აჩვენა.
არ შეიძლება ერთი და იგივე შეცდომები, მუდმივად ვიმეოროთ.
არ შეიძლება გონიერება-უგუნურობით გავამართლოთ, სიმართლე-სიცრუით.
ისტორია არის იმისთვის, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და არა იმისთვის, რომ იგივე შეცდომები გავმეოროთ.
პ.ს. ნათელი და სანთელი იმ სასტიკი დარბევისას დაღუპულ ადამიანებს.

რევაზ კილასონია; სოციალური ქსელი