TV პირველის და ნოდარ მელაძის უტიფრობას საზღვარი არ აქვს – ზურაბ ქადაგიძე

TV პირველისა და ნოდარ მელაძის უტიფრობას საზღვარი არ აქვს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ბერა „იმედის“ სტუმარი იყო, თავად თქვა, რომ სამხრეთ კორეაში აპირებდა წასვლას კარიერული მიზნებისთვის, წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

„მელაძე ახლა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს ბერა ოჯახთან ერთად საქართველოდან წავიდა და ამაში შეთქმულების თეორიებს ხლართავენ. ეს უსინდისობისა და ტყუილების მორიგი ლუსტრაციაა, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგია. რაც უფრო ბევრ, მსგავს სისულელეს იტყვის ეს არხი, მით უფრო ნაკლებ ადამიანს დააინტერესებს მათი ზღაპრები. ბერას კი წარმატებას ვუსურვებ“ – წერს ანალიტიკოსი და ბერა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუდან ფრაგმენტს აქვეყნებს.