უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში გადავიდნენ – მეუფე სტეფანე

„მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში გადავიდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციებში“,- ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე სტეფანე ამბობს, სახელმწიფო ასეთ „ორგანიზაციებს“ ვერ უპირისპირდება.

„მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში გადავიდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციებში – ასოებში და იმ ასოებით ცდილობენ რომ ებრძოლონ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ღმერთს. ვერ უპირისპირდება სახელმწიფო ასეთ ორგანიზაციებს და პირიქით, ყოველდღე ტელევიზორში ჰყავთ გამოჭიმული.

საინტერესო რა არის, რომ ასეთ ცრუ თაღლითურ, ვითომ რელიგიურ ორგანიზაციასთან დაიწყეს თანამშრომლობა განდგომილმა მღვდელმსახურებმა და დაუჯდნენ იქ სტუდიაში,” – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.