ეს ყველაფერი დაგეგმილი, დაფინანსებული და ორგანიზებული ჩვენი დაუძინებელი “მეგობრის” აშშ-ის მიერ…- ზვიად ხუხია

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ზვიად ხუხუა გზავნილს და ფოტოს ავრცელებთ:

მეგობრებო! ძალიან ბევრ ადამიანს უკვირს, თუ რატომ ხდება საქართველოში ის რაც ხდება, ბოლო 30 წლის გამავლობაში.

ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ “მხედრიონი” ამერიკის სპეცსამსახურებს შეუქმნია ჯერ კიდევ 75 წლის წინათ, საბერძნეთში.

საბერძნეთი და ევროპის მრავალი ქვეყანა ამერიკამ სისხლში აბანავა ათწლეულების განმავლობაში ზუსტად ისე, როგორც გვიშვება ჩვენ მთელი 25 წელია. (იხ. ქვემოთ ნაშრომი, რომელიც დიდი ხნის წინაა გამოცემული ვიდრე საქართველოში ‘მხედრიონი” გამოჩნდებოდა).  ასე, რომ მეგობრებო! ვისაც შემთხვევითობად ან ქართველების დანაშაულად მიგაჩნიათ ის ყველა უბედურება, რაც ჩვენთან ტრიალებს, არაფერი შეგეშალოთ! ეს ყველაფერი დაგეგმილია, დაფინანსებულია და ორგანიზებულია ჩვენი დაუძინებელი “მეგობრის” ამერიკის მიერ.

ჩვენი “დემოკრატიული” რეჟიმი თავიდან ბოლომდე შექმნილია ამერიკის მიერ. დიახ, ამ გეგმის მიხედვით, აქ უნდა იყვნენ: ნარკომანები, მკვლელები, გამყიდველები, ნაძირლები არამზადები (ყველა ისინი ხელისუფლებაში უნდა იყვნენ), ესაა ქაოსის ცნობილი თეორია.

ქვეყანას ვერ უნდა მართავდეს მისი მოსახლეობა, ყველაფერი უნდა იყოს აბდა–უბდად, ვერავინ ვერ უნდა გაარკვიოს: ვისი პიანინო ვის როიალშია. არა?  კი ბატონო:

საქართველოში ამერიკის მიერ შექმნილია უპირველესი აბდაუბდა – ე.წ. კონსტიტუცია და მის საფუძველზე კიდევ უფრო დიდი აბდაუბდა “საქართველოს” ხელისუფლება, უფრო სწორად ხელისუფლების დაშლილ, დაფლეთილი ყოველგვარ უნარს მოკლებული კუნძულები: პრეზიდენტი, პარლამენტი, პრემიერ მინისტრი, სასამართლო და ზედ საკონსტიტუციო სასამართლო და ამ ყველაფერზე ზევით, ამ ყველაფრის მაკონტროლებელი ნჯო–ები, და ამ ყველაფრის საბოლოო მაკონტროლებელი ამერიკის საელჩო! გეიგეთ? ყველა დაბმულია, ყველა გახლართულია, ყველა გაკოჭილია, ყველა მარიონეტია.

ესაა რეალური ტოტალიტარიზმი – ამერიკული ტოტალიტარიზმი. ქვეყანის ტოტალური კონტროლი, თანამედროვე ნეოკოლონიალიზმი.