“შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია“ ბრძოლას ვერ შეაჩერებთ!” – ამ სლოგანებით დღეს მოქალაქეები მთავრობის კანცელარიასთან იკრიბებიან. სოლიდარობის აქციით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით ტარდება – შეკრებილები სოფელ გუმათში პოლიციის მიერ ხეობის მოსახლეობისთვის კარვების დაშლას გააპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები კარვებისთვის ახალ ტერიტორიას ითხოვენ.
ნამახვანში პოლიციამ კარვების დაშლა მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდების რისკით ახსნა.აქციამდე კი სოციალური სამართლიანობის ოფისში აქციის ორგანიზატორთა ბრიფინგი შედგება
“რუსთავი2”