ლავროვი კოსმოსში შეიარაღების აკრძალვის ინციატივით გამოდის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კოსმოსში ნებისმიერი ტიპის იარაღის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ლავროვი შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმის შექმნას მოითხოვს. ინფორმაციას ria.ru ავრცელებს.

“კოსმოსი უნდა გამოიყენებოდეს მთელი კაცობრიობის განვითარებისთვის. ამისთვის კი იქ შეიარაღების რბოლის გარანტირებული შეჩერებაა აუცილებელი“ – განაცხადა ლავროვმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში, რომელიც კოსმოსში იური გაგარინის გაფრენის 60-ე იუბილესთან დაკავშირებით ჩაწერა.

ამ მექანიზმის შექმნის საფუძველი, ლავროვის განცხადებით, უნდა გახდეს რუსეთ-ჩინეთის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც განიარაღების შესახებ ჟენევის 2014 წლის კონფერენციაზე იყო განხილული.

2020 წლის მაისში რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ნატოში ცდილობენ აქციონ კოსმოსი ჩვენს ქვეყნებს შორის დაპირისპირების ადგილად.