გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
მართვის რა ფენომენთან მაქვს საქმე, გულწრფელად ვამბობ, ვერ ვხვდები და ეგება თქვენ მიმანიშნოთ, ან თქვენი აზრი გამოხატოთ! მოცემულობაში, სადაც საპროტესტო კარვებია გაშლილი ქვეყანაში, ერთი ნამახვანჰესის თემაზე იმავე გეოგრაფიაში და მეორე ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრივ პარლამენტის წინ და ხელისუფალი, რომელსაც ხელეწიფება დაშლის ბრძანების გაცემა (ქართველი ხალხის უმეტესობის პროტესტს თვლის კანონის დარღვევათ) და ნამახვანჰესის პროტესტანტებს კარვებს დაუშლის ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ წაგებულია!
აშკარად ჩანს, ოპოზიციისადმი ლოიალური დამოკიდებულება(არავის დარბევის ან დასახიჩრების მომხრე არა ვარ) არ მინდა ვიფიქრო რომ ეს შიშია!
ეს ფანდი ან ,,გაუჩალიჩეს” ან უნდა დაამტკიცოს რომ მტკიცე მმართველია!
მერე მტკიცე მმართველობას პატიოსან ქართველებზე ამტკიცებ ბრძანების გამცემო?
ვერანაირი ძალისმიერი სტრუქტურით და დარბევით ვერ გადაწყვიტავ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და შენივე დასაზიანებლად ბრძანების გამცემო!
ქართველი ხალხი ახლოსაა და ევროპა-ამერიკა-თურქეთი ცოტა შორს!
გულწრფელად გული მწყდება, ვინც გინდა იყოს ბრძანების გამცემი, ამით მან ხომ ქართველი კაცის ნდობა დაკარგა!
გია კორკოტაშვილი; სოციალური ქსელი