პარლამენტში დღეს დაზვერვის სამსახურის ანგარიშს მოისმენენ

პარლამენტარები დღეს დაზვერვის სამსახურის ანგარიშს მოისმენენ.

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმების გავლენა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარემოზე“ – ეს არის საკითხი, რომლის თაობაზეც დეპუტატები დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, შალვა ლომიძეს მოუსმენენ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა, სავარაუდოდ, დაიხურება.

 

“იმედინიუსი’