დიდი ხნის წინ მინდოდა დამეწერა ე. წ. თავისუფლების მოპოვებაზე.
წლებია ვფიქრობ, თუ რას ითხოვდნენ 9 აპრილს ჩემი წინა თაობები და პასუხი ჯერ კიდევ არ მაქვს. თავისუფლება გვინდაო ხო?
რისგან უნდოდათ თავისუფლება? უფასო სწავლა-განათლებისგან? უფასო ჯანდაცვიდან? უფასო ბინებიდან? სამუშაო ადგილებიდან? ხელფასებისგან? სიიაფისგან? 15 რესპუბლიკაში უვიზოდ მიმოსვლაზე, თუ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობაზე?
რა მოგიტანათ სოციალისტური სისტემის დაშლამ, რომელსაც გლეხების და მუშების შთამომავლები რეჟიმს ეძახით?
რა მოგიტანათ და გაძვირებული პროდუქცია, რომლის გაძვირებასაც ბოლო არ უჩანს, მიზერული პენსიები და ხელფასები, რომლებიც წამალშიც კი არ გყოფნით, საჭმელ-სასმელზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ფასიანი სწავლა-განათლება, ფასიანი სამედიცინო მომსახურება, გენმოდიფიცირებული პროდუქცია, ბანკის ვალები, რომელსაც სსრკ-ს მოქალაქე ვერც კი წარმოიდგენდა, დაბოლილი, განარკომანებული და გალოთებული ახალგაზრდობა, ლგბტ პარადები და ათასი უბედურება.
ყველაფერ ამ უბედურებას დამატებული ჩვენ რას გვერჩოდით, ჩემს თაობას? ჩვენ ხომ ის 90-იანების უბედურება გამოვიარეთ? უმაღლესები დავამთავრეთ, მაგრამ უმუშევრები დავრჩით?(დაკარგული თაობა, როგორც ახლა გვეძახით).
და კიდევ იმას იძახით “მადლობა თავისუფლებისთვის “-ო?
მირიან მიქაბერიძე; სოციალური ქსელი