რა ვერ გაიგე “უცნობო”- რუსეთთან უნდა აღდგეს ძმური ურთიერთობები და ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება მალე, ბრძანა უწმინდესმა…- დავით მხეიძე

ნაცნობმა “უცნობმა” პატრიარქს მადლობა უთხრა და ბოდიშიც მოუხადა, ვერ გაგიგეთო…

რა ვერ გაიგე “უცნობო” _ “რუსეთთან უნდა აღდგეს ძმური ურთიერთობები და ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება სწრაფად” _ ბრძანა მისმა უწმინდესობამ ერთ-ერთ ქადაგებაში… რა არის აქ გაუგებარი “უცნობო”?

ის ხალხი რომელიც საპატრიარქოს მიაყენე აშშ-ს საელჩოსთან უნდა მიგეყვანა, რადგანაც აშშ-ს “ობკომი” ებრძვის ეკლესიას, პირადად კათალიკოს პატრიარქს და ყველაფერ იმას, რასაც დღეს მისტიროდი მეტეხის ხიდთან, წმინდა ადგილზე, სადაც 100 ათასმა ქართველმა ქართული ფასეულობების დაცვას შესწირეს სიცოცხლე!

ქართულს, ქართულს, გაიგე “უცნობო” და არა დასავლურ ანგლოსაქსურს. რომელიც თუ რამე ზნეობრივ-მორალურს შეიცავდა, დღეს იქიდან მხოლოდ ლგბტ და ტრანსგენდერული “ფასეულობები”-ღაა დარჩენილი, რომელთა მთავადი მედროშე-პროპაგანდისტი ე.წ. კოლექტიური დასავლეთია აშშ-ს მეთაურობით! დანარჩენს თუ მიმიწვევ სტუდიაში, იქ მოგახსენებ, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი _ შენ დიდი ილიას ციტირება ვერ გაბედე და ჩემს მიწვევას გაბედავ?.. მიიხედ-მოიხედთ რა ხდება მსოფლიოში პუტინის რუსეთის ლანძღვა-გინებაში რომ აღამ-ათენებთ.

ცოტა ხანში ნახავთ რა მოუვა უკრაინას, რომელსაც ნატო მხოლოდ შეშფოთებული განცხადებებით დაეხმარება და ვაი უბედურო საქართველოვ! ეგ კინო 2008 ვნახეთ და თუ გონს არ მოვეგებით ვნახავთ რომ 2008-ში კინო კი არა ჟურნალი ყოფილა და ნამდვილი კინოთი “სიამოვნება” მარტივ მამრავლებად დაშლილი საქართველოს სახით წინ გველოდება…

დავით მხეიძე, პუბლიცისტი