როცა ხალხში იკარგება ჭეშმარიტების განცდა, –
ანუ წარმოდგენა სიმართლისა და არასიმართლის
(სიცრუის) შესახებ, – იწყება ბოროტისა და კეთილის
ფუნდამენტური ცნებების აღრევა:
ბოროტება მხარდაჭერილია და სიკეთედ აღიქმება,
სიკეთე კი სისუსტისა და უუნარობის მახასიათებელი
ხდება.
ნეიროლინგვისტიკისა და თანამედროვე მეცნიერების სხვა მიღწევები ადამიანზე სრული კონტროლის დამყარების საშუალებას იძლევა და მისი ცნობიერების სასურველი მიმართულებით კორექცია კიდევ – წმინდა ტექნოლოგიური ხასიათის ამოცანად გადაიქცა.!
ადამიანზე ზემოქმედება და მისი ცნობიერების კორექცია ისე ხდება, რომ თვით საკმარისად ინტელექტუალური ადამიანიც კი ვერ გრძნობს ამ ზემოქმედებას და მისი შეხედულებების გარედან მიზანმიმართული ცვლილება საკუთარი ნებით განხორციელებულ ცვლილებებად აღიქვამს.
საქართველოში განხორციელებული ტოტალური ექსპერიმენტი თავის შედეგებს უკვე იძლევა:
ადამიანები აგრესიულად იცავენ იმას და იმათ,
ვინც მათ მატერიალურად, ფსიქოლოგიურად და
ზნეობრივად ანადგურებს.
სრული უპატივცემულობა გვერდით მდგომის მიმართ,
სწორედ ამ ტექნოლოგიის შედეგია, რომელსაც გაუნათლებელი, ბნელი და იდეოლოგიით მოწამლული ადამიანი სჭირდება.
დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი