რუსეთის შემოჭრისთვის მზად ვართ – ზელენსკის მორიგი კლოუნადა

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე სავსებით რეალურია და ქვეყანა ამისთვის მზად არის,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ-კლოუნმა ვლადიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„რუსეთის შემოჭრის საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენ ამის შესახებ 2014 წლიდან ვიცით. ისინი ამისთვის მზად არიან, მაგრამ ჩვენც მზად ვართ. ეს ჩვენი მიწაა და ჩვენი ტერიტორია,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა აპრილის დასაწყისიდან უკიდურესად გამწვავდა. სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაჭრილები და დაღუპულები.