სანამ ორტრა@ობანა არ დასრულდება ამ ქვეყანაში, მანამ არ იქნება საშველი!- დათო ხვადაგიანი

ერთ-ერთი ე.წ. „ოპოზიციური და მიუკერძოებელი“ ტელეკომპანიის შეფს, გვარს და სახელს არ დავასახელებ და არც არხს, პოსტზე დავუწერე მარტივი რამ, რომ თუ ობიექტურობაზე გაქვთ პრეტენზია და მხარე არ გინდათ იყოთთქო, მარტივი რამეები ჩამოვუთვალე, მსოფლიოში მიღებული კრიტერიუმებიდან, რითაც გამოჩნდება, ხარ თუ არა მიკერძოებული !

პასუხად ის მქონდა, რომ აბა დაასახელე სად გავიდა მხოლოდ ნეგატივი და ან მხარე რაში გამოვჩნდითო !
შორს არ წავალ, აგერ დღევანდელებს გადავხედე და „დიიიდი“ ანალიტიკური გადაცემა დაიწყო ასე: „დღეს 11 აპრილია (!!!) და კვირის მთავარ ამბებს … იმანო მოგიყვებათ“ !!!
ნუ, დაიწყო იმით, თუ რა არის 9 აპრილი და „ვინცხამ, რაცხა და რაფერცხა თქვა საცხა“, საკმაოდ გრძელი მონოლოგის შემდეგ, წავიდა „გაშავება“ მავანთა …
კარგი, არაა ეგ პრობლემა, ბოლომდე ჩავყევი და ჰოი საოცრებავ, ერთი პოზიტივიც არ „გაიჩითა“, არადა გვაქვს კაცო, როგორ არ გვაქვსო ის შეფი იძახდა, მაგრამ „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ … აგერ ლაშა ტალახაძემ 11 აპრილს (!!!) ასეთი სიხარული აჩუქა მთელს ხალხს, მთელს ქვეყანას, თან მოსკოვში., რომელ ოკუპანტებსაც „ებრძვიან ესენი ხმალამოღებულები“, „დავაი ტანკ ნაზად“ და ა.შ, გვესმის და ერთი სიტყვაც კი არ იქნა „დასველებული“ ამ „დონე ჟურნალისტისგან“ ?! რა, არ იცოდა (აფერუმ მის დონე ჟურნალისტობას), რომ დღეს მსოფლიოს საუკეთესო ქართველი ძალოსანი გამოდიოდა მოსკოვში ??? ეჭვი ეპარებოდა, რომ წარმატებას მიღწევდა ??? რა, ვერ ჩართავდა თუნდაც სატელეფონო ჩართვით ლაშა ტალახაძეს, გიორგი ასანიძეს, კახი კახიაშვილს ??? მაგრამ, ეგ ხომ არაა „ინტრიგა, სკანდალი“ ???
თუმცა, იქვე, ამ გადაცემის დასრულების შემდეგ, გაგიკვირდებათ და რაცხა სამზარეულოს თემაზე შექმნილ გადაცემაში მთავარ სპონსორად არც მეტი, არც ნაკლები ამ ანტირუსეთისტებმა …
„მაგნატი“ წარადგინეს, რომელიც სუფთა რუსული კომპანიაა !!!
აა, ნუ ეგ ხომ ის თემაა მიხუილ პირველი და ვანო უდელი რომ ამბობდნენ „ფულს სუნი“ არა აქვსო ?! ანუ რუსეთი არ გვინდა, ოკუპანტია, მაგრამ ფულს რა უჭირს კაცო, შემოვიდეს, დააფინანსოს ეს „რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი და ევროპულ-დასავლური ორიენტაციის ტელეკომპანია“ ხომ ? არაა პრობლემა !!!
სანამ ორტრა@ობანა არ დასრულდება ამ ქვეყანაში, მანამდე არ იქნება საშველი !!!
გაფიცებთ ტელესტანდარტს და თურმე რომ გიჭირთ ელემენტარული პოზიტივის მოძიება ამ ქვეყანაში !!!
ტალახაძე, სხვა ჩემპიონების, ვინმეს წარმატება კერძო ბიზნესში, სამი ტყუპის დაბადება სამშობიაროში, კულტურის სფეროში საქართველოს სახელის გატანა ა ა.შ. მაგის მოძიება თურმე ძნელია, ან რა წარმოსჩენია ხომ, როცა თურმე ამდენი „უბედურება“ ხდება ქვეყანაში ?
ნეგატივით რომ იწყებ და ნეგატივით ამთავრებ ნებისმიერ გამოშვებას, ცოტა გაწითლდე მაინც უნდა, რადგან ეგრე ქვეყანა არ უნდა გძულდეს, თორემ, ხოტბის შესხმას ვინმესთვის, მით უმეტეს ხელისუფლებისადმი, არავინ ითხოვს !!! გვყავს ეგეთებიც და არაა პრობლემა !!!

დათო ხვადაგიანი, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი